ახალი სასწავლო წლის დაწყებას ზურა ჯაფარიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება. მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო.
თქვენ გელით საკუთარი მშობლებისა და ბებია-ბაბუის მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის გავლა, სადაც:
– დაგამცირებენ;
– მოგექცევიან როგორც მონებს;
– დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას;
– არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ;
– გასწავლიან ფარისევლობას;
– დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს;
– შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს;
– შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას;
– საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის.
და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ.
ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა” – წერს ჯაფარიძე.