ზოდიაქოს რომელ ნიშნებს შეუძლიათ თავდავიწყებამდე სიყვარული – აღმოაჩინეთ საკუთარი თავი

თავი ვერძი – ბავშვურია, ოპტიმიზმით სავსე, მაგრამ საკმაოდ გაწონასწორებული სიყვარულში.
კურო – გრაციოზულია, მშვიდი, სიყვარულის გამო ნაკლებად ჩაიდენს სიგიჟეებს.
ტყუპი – სხარტი და მოუსვენარი. სიყვარულის გამო ყველაზე სულელურ ნაბიჯზეც არ დაიხევს უკან.
კირჩხიბი – ემოციურია, სენტიმენტებით სავსე. ის სიყვარულით მუდმივად გადარეულია.
ლომი – ამაყი და დიდსულოვანი ლომი, ინანებს, მაგრამ თავს არ დაიმცირებს.
ქალწული – იმდენად დახვეწილი და მანერულია, რომ დიდ სიყვარულზეც შეუძლია თქვას უარი, მიზეზი კი ღირსების მცირეოდენი შელახვაც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
სასწორი – მუდმივად ძიებაშია, წვალობს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, მსხვერპლს ნაკლებად იღებს. მორიელი – მისი სექსუალურობისა და სიძლიერის გამო, მსხვერპლის გაღება ნაკლებად უწევს.
მშვილდოსანი – თავქარიანი მშვილდოსანი ყველანაირ სისულელეზე წავა, მაგრამ გონზე მოსული, სასწრაფოდ მიატოვებს ობიექტს.
თხის რქა – რაციონალურია და მშვიდი, მისგან ნაკლებად ელოდეთ თავგანწირვას.
მერწყული – ორიგინალურია და არაპროგნოზირებადი, შეიძლება ყველაფერს დაგპირდეთ, მაგრამ არაფერი აგისრულოთ.
თევზები – მუდმივად დეპრესიაში მყოფი თევზებისგან განსაკუთრებულს არაფერს ელოდოთ.

წყარო: galanews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები