ზალიკო სულაკაურმა ჯვარი დაიწერა

მხატვარმა ზალიკო სულაკაურმა ჯვარი დაიწერა. მისი რჩეული ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომელი ნინო განუგრავაა. ეს ამბავი ფეისბუქის გვერდზე წყვილის მეჯვარემ მსახიობმა ლევან სუხიტაშვილმა გაახმაურა და ამ სასიხარულო ამბავს მათი ჯვრისწერის ფოტოც დაურთო.
„დავმეჯვრე, წავიდა ქორწილობა შენაქოში“,-დაწერა სუხიტაშვილმა ჯვრისწერის დღეს.
წყვილმა ჯვარი თუშეთში, სოფელ შენაქოს მონასტერში დაიწერა და მოკრძალებული სუფრა ღია ცის ქვეშ გაშალა.

11815935_936139253096621_1049996144_n

11797983_936139236429956_1023816591_n

კომენტარები

სხვა სიახლეები