ვუდი ალენი კლდიდან გადავარდა (ფოტოკოლაჟი)

უკვე რამდენიმე დღეა კალიფორნიის ქალაქ მალიბუში ვუდი ალენის ახალი ფილმის ერთ-ერთ სცენას იღებენ, რომელშიც მთავარ როლებს კრისტინ სტიუარტი და ჯესი აიზენბერგი ასრულებენ. კინოფილმის მორიგი ეპიზოდის გადაღების დროს რომანტიკული კინოს 79 წლის რეჟისორი დაშავდა, რომელიც კლდიდან გადავარდა.
ალენის დასახმარებლად მსახიობი ჯესი აიზენბერგი მივარდა, რომელიც მას მახიდან თავის დაღწევაში დაეხმარა. რეჟისორს ფეხი დაუზიანდა, მაგრამ ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა, ვინაიდან გადაღების პროცესის შეწყვეტა არ სურდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანამშრომლები ქვებში რეჟისორის ფეხსაცმელს ეძებდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები