“ვიცი, რომ 70 წლის ვარ, მაგრამ მერე რა?”: არნოლდ შვარცნეგერი ბოდიბილდერების კონკურსში მონაწილეობდა

ჰოლივუდის ვარსკვლავი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცნეგერი, ავსტრალიის ქალაქ მელბურნში გამართულ, სპორტულ ფესტივალში ბოდიბილდერების მოყვარულთა კონკურსში, მონაწილეობდა.

არნოლდმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ “ყოფილი” ბოდიბილდერი, არ არსებობს. მართალია, საცურაო კოსტიუმის დემონსტრირებაში არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ მის გარეშეც გასაგები გახდა, რომ შვარცნეგერი, მიუხედავად ასაკისა, ისევ სპორტულ ფორმაშია.

“The Project”-ის ინფორმაციით, არნოლდ შვარცნეგერი, ასაკის მიუხედავად, ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება.

“ვიცი, რომ 70 წლის ვარ, მაგრამ მერე რა? ეს მხოლოდ რიცხვია, ჩემს პირად პასპორტში და მართვის მოწობაში. ვთვლი, რომ ჩემს ასაკთან შედარებით, 20 წლით ახალგაზდა ვარ. მე, ჯერ კიდევ ვმუშაობ, ვიღებ ფილმებს. ცხოვრება საოცრებაა. საკუთარ თავს, სრულყოფილ და პროდუქტიულ ადამიანად ვთვლი”, – ამბობს არნოლდ შვარცნეგერი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, მსახიობმა 70 წლის იუბილე აღნიშნა.

წყარო:primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები