ვიქტორია სეკრეტი და თაკო ნაცვლიშვილი

ბრენდი ვიქტორია სეკრეტი (Victoria’s Secret) 1977 წელს  კალიფორნიის შტატის სან-ფრანცისკოს გარეუბანში შეიქმნა. მისი დამფუძნებელია სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული როი რაიმონდი.
ერთ მშვენიერ დღეს როი რაიმონდმა გადაწყვიტა, საყვარელი მეუღლისათვის   ქალის ლამაზი თეთრეული ეჩუქებინა. მაგრამ რადგანაც მაღაზიის გამყიდველებმა უხერხულად იგრძნეს თავი, მამაკაცს ქალის თეთრეულის შერჩევაში დახმარებოდნენ, შეძენის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
სწორედ მაშინ როის გაუჩნდა იდეა, გაეხსნა ქალის თეთრეულის საკუთარი მაღაზია. პირველი ვიქტორია სეკრეტის მაღაზია გაიხსნა სტენფორდის სავაჭრო ცენტრში. მის ინტერიერს ამშვენებდა ხის პანელები და ვიქტორიანული ეპოქის ელემენტები.

თანდათან კომპანიის პროდუქცია მრავალფეროვანი გახდა.  ვიქტორია სიკრეტმა დაიწყო კაბების, აბრეშუმის პიჟამოების, რბილი სათამაშოების, სუნამოების და ფეხსაცმლის გამოშვება.
დღეისათვის ვიქტორია სეკრეტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი ბრენდია ბაზარზე, მისი სახეები კი მსოფლიოს საუკეთესო მოდელები არიან, რომლებსაც ვიქტორია სეკრეტის ანგელოზებს უწოდებენ.
კომპანიის მენეჯერმა Edward Razik-მა Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფირმა ცდილობს, იპოვოს სრულიად ახალი სახეები და აქვე დასძინა, რომ მთელ მსოფლიოში 100-ზე ნაკლებ გოგონას აქვს იმის პოტენციალი, რომ Victoria’s Secret- ის ანგელოზი გახდეს.

Victoria’s Secret-ის ახალ გრანდიოზულ შოუს  წელსაც მთელი მსოფლიო ელოდება, ახალი ჩვენებისთვის მზადება და მოდელების შერჩევა უკვე დაიწყო. ნიუ-იორკში გამართულ კასტინგს მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან უამრავი  ლამაზმანი სტუმრობდა. აღსაღნიშნავია, რომ  მათ შორის იყო წარმატებული მოდელი საქართველოდან თაკო ნაცვლიშვილი.

ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ბრენდის მიერ გამოქვეყნებულ პირველ ეტაპზე გადასული მოდელების ფოტოებს შორის, ჩვენდა სასიხარულად, ქართველი მოდელის ფოტოებიც გვხვდება. საბოლოო შედეგები კი 20 აგვისტოს გახდება ცნობილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები