ბრიტანული გამოცემა „The Sun”-ის მტკიცებით, ამჟამად უკვე ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემის მეუღლემ ვიქტორია ბექჰემმა სმა კვლავ დაიწყო.
ქალბატონი ვიქტორია ალკოჰოლთან მეგობრობაში ადრეც არაერთხელ გახლდათ შემჩნეული. ერთი ხანობა ქალი ამ მავნე ჩვევას შეეშვა, მაგრამ ბოლო პერიოდში საზოგადოებაში ხშირად „ბახუსის ტყვეობაში“ ჩნდება.
მომღერალმა ქალაქ ლონდონის ერთ-ერთი რესტორნის სტუმრები გაოგნებული დატოვა. თვითმხილველთა თქმით, ვიქტორია ისე დათვრა, რომ მეგობარმა რესტორნის შენობიდან ძლივს „გაათრია“. ვიქტორიას ფეხები ერთმანეთში ებლანდებოდა და ნახევრად ეძინა.
ბოლო დროს ვიქტორია თავისი ტანსაცმლის ახალი კოლექციის რეკლამითა და რეალიზაციით აქტიურად არის დაკავებული.
როგორც ჟურნალისტები ვარაუდობენ, სწორედ ეს დაძაბული და გადატვირთული რიტმი გახდა იმის მიზეზი, რომ ვითარების განსამუხტად ვიქტორია ბექჰემმა სმა კვლავ დაიწყო.
წყარო: http://gurianews.com