გამოცემა “deadline.com”-მა სატელევიზო დრამა “Homeland”-ის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ცნობილია, ამ პოპულარული სერიალის მერვე და შესაბამისად საფინალო სეზონი, 2019 წლის ივნისში გამოვა.
გამოცემის ინფორმაციით, ამ სეზონში მონაწილეობას ნიმრატ კაური და ნუმან აკარი მიიღებენ, ამ უკანასკნელმა მეოთხე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი ითამაშა. აკარი ტერორისტული ორგანიზაცია „თალიბანის“ მეთაურის, ჰაქანის როლს ასრულებდა. მაყურებლებს მისი პერსონაჟი მკვეთრად დაამახსოვრდათ. ნიმრატ კაური კი პაკისტანური დაზვერვის ერთ-ერთ მაღალჩინოსან ქალს ასახიერებდა, რომელიც „თალიბანთან“ თანამშრომლობდა.
ასევე, როგორც გამოცემამ გაარკვია, ფინალური სეზონის გადაღებები მაროკოში გაიმართება, ამასთან არსებობს ვარაუდი, რომ გადაღებებს ავღანეთსა და პაკისტანშიც გამართავენ.
სხვა სიახლეები