ვინ შეუკვეთა ყველაზე ძვირადღირებული დამცავი ნიღაბი და რა ღირს ის
ისრაელში საიუველირო ბრენდმა Yvel -მა ყველაზე ძვირადღირებული დამცავი ნიღაბი შექმნა, რომლის ფასიც 1,5 მილიონი დოლარია.
იუველირმა ისააკ ლევიმ ნიღაბი თეთრი ოქროსგან გააკეთა და 3 600 თეთრი და შავი ბრილიანტით მორთო. მასში ვირუსის საწინააღმდეგო ფილტრებია მოთავსებული, რომლებსაც ნაწილაკების 99%-ის შეკავება შეუძლია. ნიღბის წონა 270 გრამია – ის ანალოგიური ფილტრების მქონე ჩვეულებრივ პირბადეზე ასჯერ მძიმეა.
როგორც ისააკი ამბობს, დამკვეთი ჩინელი ბიზნესმენია, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს. მას ორი მოთხოვნა ჰქონდა – პირბადე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და გამოყენებაში მოსახერხებელი ყოფილიყო.