ვინ იყო ბათუმის კოვიდ-სასტუმროში გარდაცვლილი 41 წლის მედდა

ბათუმში, კოვიდ–სასტუმრო “ლეგენდაში” 41 წლის ირმა თეთრაძე გუშინ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, ოჯახი კი პასუხის მოლოდინშია.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი თრომბოემბოლიაა, რაც ახალ კორონავირუსს ახასიათებს. ირმა თეთრაძის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

ირმა თეთრაძე ბათუმის მე-4 პოლიკლინიკაში მედდად მუშაობდა. ის კოვიდ-სასტუმროში 10 ოქტომბერს შეიყვანეს და 15 ოქტომბერს გარდაცვლილი ნახეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები