ვინ და რატომ ასმევდა კატას “მეტამფიტამინს”

აშშ-ში, ნიუ მეხიკოში კატის მეპატრონე საკუთარ შინაურ ცხოველს ნარკოტიკულ საშუალება “მეტამფიტამინს” ძალით ასმევდა.
39 წლის აარონ სპაულინგი თავდაპირველად 4 ივნისს, მეგობარი გოგოს ცემის ბრალდებით დააპატიმრეს.
როდესაც სამართალდამცველები ბრალდებულის სახლში გამოსაკითხად მივიდნენ, მათ შეიტყვეს, რომ ის შესაძლოა, შინაურ ცხოველებსაც ცუდად ექცეოდა.
კატას ნარკოტესტირება ჩაუტარეს, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა და, შესაბამისად, ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა.
ნევროლოგის თქმით, კატას ნევროლოგიური დეფიციტის ნიშნები აქვს, რის გამოც მკურნალობენ და საცხოვრებლად სხვა ოჯახში გადაიყვანეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები