თუ თქვენი სასიყვარულო პარტნიორის ზოდიაქოს ნიშანი იცით, იმასაც გაიგებთ, თუ რამდენად სექსუალური და ვნებიანია ის.
ვერძი – პირველობას არავის დაუთმობს. მისი სისუსტე კოცნაა. ვნებიანი და ცეცხლოვანი საყვარელია. აკონტროლებს ყველაფერს და ბოლომდე ეძლევა სურვილს. ასეთ დაუოკებელ პარტნიორს მხოლოდ მისნაირი ტემპერამენტიანი ადამიანი მოხიბლავს, რომელიც ექსპერიმენტებზე უკან არ დაიხევს.
კურო – უპირატესობას გართობას, სექსუალურ თამაშებს ანიჭებს. მისი ხმის ტემბრი ნებისმიერ ქალს დაახვევს თავბრუს. კუროს უყვარს დომინანტის როლში ყოფნა. მის გვერდით შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ის საიმედო პარტნიორია.
ტყუპი – არაჩვეულებრივი საყვარელია. ფლირტში ბადალი არ ჰყავს. ის სპონტანურობის მოყვარულია. მუდამ შემოქმედებითად უდგება სექსს. ტყუპის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ბევრი ლაპარაკი უყვარს. დაუსრულებლად შეუძლია საკუთარი სასიყვარულო ამბების მოყოლა.
კირჩხიბი – ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია. ემოციური და ნაზი ყოველივე უხეშისა და ვულგარულის მოწინაღმდეგეა. მას დახვეწილი და მოსიყვარულე პარტნიორი სჭირდება. მის გვერდით ყველა ქალი ბედნიერი იქნება, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ საყვარელ ქალს ასიამოვნოს. მას აგრეთვე უყვარს სექს-სათამაშოების გამოყენება.
ლომი – როცა საუბარი შეეხება კომპლიმენტებს, ყურადღებას და სილამაზეს, ლომი პირველ ადგილზეა. მასზე ესთეტი არ მოიძებნება ამქვეყნად. ვნება ამ მამაკაცს შიგნიდან წვავს. გარდა ამისა, ლომს უყვარს საკუთარი თავით ტკბობა და გამორიცხული არაა, თქევნი სიყვარულის აქტი ვიდეოზე გადაიღოს.
ქალწული – სულით და გულით რომანტიკოსია. მას სინაზით, რომანტიკული ვახშამი, საჩუქრებით, წერილებით. ქალწულს სჭირდება მოფერება და ჩახუტება. პრელუდია – სიახლოვის აუცილებელი ატრიბუტია. ქალწული ის ნიშანია, რომელსაც წიგნებში ამოკითხული სასიყვარულო დეტალები რეალობაში გადმოაქვს.
სასწორი – ინტიმი მისი ცხოვრების უმთავრესი ნაწილია. მისი ურთიერთობა მუდამ გრძნობებითაა გაჯერებული. სექსი სიყვარულის გარეშე მისთვის წარმოუდგენელია. სასწორი ბუნებით სენტიმენტალური და რომანტიკულია. ის მუდამ ზრუნავს თავის პარტნიორზე. უყვარს ექსპერიმენტები, ურთიერთობაში სიახლისა და მხიარულების შეტანა.
მორიელი – ზოდიაქოს სექსუალური ნიშანი იზიდავს კიდევაც
მსგავსი სიახლეები ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან საუკეთესო ჯანმრთელობით ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან საუკეთესო ჯანმრთელობით ქალებს და მასაც იზიდავენ ქალები. მასზე მომხიბვლელი მამაკაცი ამქვეყნად არ არსებობს. მათ იციან, რა სურთ ქალებს და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით მოქმედებენ. მზად იყავით იმისთვის, რომ მორიელი მამაკაცი საწოლში გაუმაძღარია. მათ იზიდავთ ეგზოტიკა და ექსპერიმენტები.
მშვილდოსანი – ზოდიაქოს ყველაზე არაორდინარული ნიშანია. მის გვერდით არასდროს მოიწყენთ. ის თამამი და მოთამაშეა. არ აშინებს ექსპერიმენტები და უყვარს სიახლეების მოსინჯვა. მშვილდოსანი დამოუკიდებელი, მაგრამ საიმედო პარტნიორია.
თხის რქა -მისთვის სიყვარული და ინტიმური სიახლოვე ერთი და იგივეა. თუ მის კეთილგანწყობას მოიპოვებთ, მის გვერდით თავს ბედნიერად იგრძნობთ. მისგან საუკეთესო საყვარელი დადგება, რომელსაც ფანტაზიებიც გააჩნია, სურვილებიც და მონდომებაც.
მერწყული – ადამიანში, პირველ რიგში, სულიერებას აფასებს. ის მეტად მომთხოვნია საწოლში. ხშირად ექცევა პარტნიორი ქალის გავლენის ქვეშ. მისგან მუდამ უნდა ელოდეთ ექსპერიმენტებსა და სექსუალურ გმირობებს.
თევზები – სტაბილურობისა და სიმშვიდის მოყვარული ნიშანია. მამაკაცი თევზები ემოციური და მზრუნველია პარტნიორის მიმართ. მისი სიყვარულით სექსუალურ ექსპერიმენტებზეც არ იტყვის უარს.
წყარო: marao.ge