ვინ არის სალომე ჭაჭუას ახალი მეწყვილე მაქსიმ რიჟიკოვი და რას აცხადებს გიორგი ვარდოსანიძე – ვიდეო ,ფოტო

 

ვინ არის სალომე ჭაჭუას ახალი მეწყვილე მაქსიმ რიჟიკოვი? რა აკავშირებს მას სალომე ჭაჭუასთან და რას ემსახურებოდა ინტრიგა, რომელიც ცნობილი ვარსკვლავური წყვილის დაშორების შემდეგ გადაცემა „პროფილის“ მაყურებელმა იხილა?

„პროფილის“ ეთერში სამეჯლისო ცეკვების სპეციალისტმა სალომე ჭაჭუამ ოჯახის დანგრევის ფაქტი „არც უარყო და არც დაადასტურა“, თუმცა ყველაფერი ისედაც გასაგები და თვალსაჩინო იყო.

როგორც წესი, ასეთ პასუხებს მხოლოდ დაშორებული წყვილები იძლევიან. ამასთან, სალომემ და მაქსიმმა მაყურებელს ინტრიგა დაუტოვეს, განსაკუთრებით კი, ამ უკანასკნელმა, როდესაც აღნიშნა, რომ „საოცრად გაუმართლა“… შედეგად, დღეს სოციალურ ქსელებში უკვე ღიად მიდის მითქმა-მოთქმა, რომ ისინი ერთად არიან… მაინც რას ემსახურებოდა ამ ახალი ურთიერთობის დემონსტრირება?

1. სალომე შეეცადა, სავარაუდოდ, უკვე ყოფილი მეუღლე, გიორგი ვარდოსანიძე ეჭვიანობის „მსხვერპლად“ ექცია და „პროფილის“ ეთერი სხვა არაფერი იყო, თუ არა მისი ქალური შურისძიება;
2. მას მართლა აქვს ახალი სასიყვარულო რომანი, თუმცა ამის პირდაპირი აფიშირებაც არ მოახდინა…
„კვირა + “ შეეცადა ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობის დეტალების გარკვევას და ამ კითხვით თავად სალომე ჭაჭუას მიმართა, თუმცა ის ჩვენმა სატელეფონო ზარმა გააღიზიანა, კითხვები უპასუხოდ დატოვა და აღნიშნა, რომ მისი და მაქსის ურთიერთობის შესახებ არ აპირებს საუბარს და რომ „საერთოდ არასოდეს დავურეკოთ“.

„კვირა +“მა ინფორმაცია სამეჯლისო ცეკვების სპეციალისტი მაქსიმ რიჟიკოვის შესახებაც მოიპოვა. ის უკრაინიდან საქართველოში 5 თვის წინ, სწორედ ჭაჭუას მოწვევით ჩამოვიდა და თბილისში, წერეთლის გამზირზე დაბინავდა. რიჟიკოვი 22 წლის არის და ის ბოლო წლები ოდესაში მოღვაწეობდა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, მოცეკვავე წარმოშობით სამხრეთ უკრაინიდან, კერძოდ, ხერსონის ოლქიდან არის. სპორტული და ლათინური ცეკვების ოსტატი სხვადასხვა დროს საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობდა, მათ შორის: “Austrian open”, “German open“, “Italian open” და სხვა. რიჟიკოვის მეწყვილეები სხვადასხვა დროს იყვნენ ანა პონომარი და იულია ოლეფირი. კიდევ ერთი დეტალი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, რიჟიკოვი წარსულში ვიზის გაყალბებისთვის ნასამართლევიც იყო. გაუმართლა თუ არა პროფესიული კუთხით რიჟიკოვს სალომე ჭაჭუასთან დაწყვილებით, ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი. მოცეკვავეებს კარიერული წინსვლის კუთხით, როგორც ჩანს, დიდი გეგმები აქვთ. ყვითელ პრესას სამომავლოდ ალბათ არც ის გამოეპარება, არიან თუ არა სალომე და მაქსი ერთად… ერთი კი ცხადია, რიჟიკოვს, რომელსაც საქართველოში ჯერ არავინ იცნობდა, სალომესთან ერთად ამ ეპატაჟური გამოჩენის შემდეგ ნამდვილად გაუმართლა. „კომენტარისგან თავს ვიკავებ და მოდით ყველას გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ“, – ასეთია 26 წლის მსახიობის, გიორგი ვარდოსანიძის კომენტარი, რომელიც მან მეუღლესთან დაშორების თემაზე გააკეთა. მედიასთან ის გაცილებით თავაზიანია და ამბობს, რომ პირადი ცხოვრების აფიშირება უბრალოდ არ სურს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=sFsjHL7AxWA&feature=youtu.be[/youtube]

 

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=9sNrpBgMSl0&feature=youtu.be[/youtube]

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები