სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მრჩეველი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა დედამთილი გახდა. მისმა უფროსმა ვაჟმა სანდრო ჩაგანავამ გუშინ იქორწინა. “კვირა+“ დაინტერესდა ვინ გახდა ლალი მოროშკინას უფროსი ვაჟის რჩეული და ამ კითხვით თავად მოროშკინას დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, ლალი მოროშკინას და მის რძალს ორი საერთო უკვე აქვთ, – მასაც ლალი (ჯავახია) ჰქვია და პროფესიით ისიც ჟურნალისტია.
“კვირა+“-თან საუბრისას მოროშკინა ამბობს, რომ სანდრო და ლალი საკმაოდ დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ხვდებოდნენ და გადაწყვიტეს, რომ ურთიერთობა ქორწილით დაეგვირგვინებინათ.
ქორწილმა ქართული ტრადიციების დაცვით ჩაიარა. მოროშკინა ამბობს, რომ წყვილმა ეს ფორმა თავად მოინდომა.
“ლალი და სანდრო საკმაოდ დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ხვდებოდნენ და ვფიქრობ, ამ ურთიერთობის ქორწილით დაგვირგვინება, ლოგიკური იყო. მე პირადად ლალის კიდევ უფრო დიდი ხანია რაც ვიცნობ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ჟურნალისტად მუშაობდა. ძალიან პატარა, ბეჯითი და მშრომელი გოგო იყო. ახლა “ფაინეშელ ჯორჯიას“ ფინანსური დირექტორია. ქორწილმა ძალიან ტრადიციულად ჩაიარა, რაც ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. ტრადიციული ქორწილის გადახდა, თავად წყვილმა მოინდომა. წინასწარ მეცადინეობდნენ, რომ ცეკვის ნომერი კარგი გამოსულიყო. ქორწილში თავი მოუყარეს მათთვის ძვირფას ადამაინებს. ბედნიერი დღე აჩუქეს მათაც და საკუთარ თავებსაც. ძალიან მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა“,-აღნიშნა “კვირა+“-თან საუბრისას ლალი მოროშკინამ.
ცნობილია, რომ ახლადდაქორწინებული წყვილი თაფლობის თვის გატარებას იტალიაში გეგმავს.