ვინ არის ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი

ექსპერტებმა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინეს ხუთი საუკეთესო ევროპული ლიგიდან. გათვალისწინებული იყო მოთამაშეების ასაკი და კონტრაქტების ხანგრძლივობაც. კვლევითმა ცენტრმა „CIES Football Observatory“-მ ტოპ 100 ფეხბურთელის რეიტინგი გამოაქვეყნა.
ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე „პსჟ“-ს 20 წლის ფორვარდი კილიან მბაპე აღმოჩნდა​. მკვლევარებმა ფრანგი თავდამსხმელი 218, 5 მილიონ ევროდ შეაფასეს.
„ტოტენჰემის“ მოთამაშემ და ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა მეორე ადგილი 200,3 მილიონი ევროს მაჩვენებლით დაიკავა, ხოლო მბაპეს თანაგუნდელმა ნეიმარმა ლიდერების სამეული დახურა ( 197,1 მილიონი ევრო).
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა ( 171,2 მილიონი ევრო), ხოლო „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ათეულშიც კი ვერ მოხვდა. ექსპერტებმა პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი მე-19 ადგილზე განათავსეს და 127, 2 მილიონ ევროდ შეაფასეს. ამ რეიტინგის ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. კილიან მპაპე („პსჟ“) — €218,5 მლნ;
2. ჰარი კეინი (“ტოტენჰეიმი”) — €200,3 მლნ;
3. ნეიმარი (პსჟ) — €197,1 მლნ;
4. რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სითი”) — €185,8 მლნ;
5. მოჰამედ სალაჰი(“ლივერპული”) — €184,3 მლნ;
6. პაულო დიბალა (” იუვენტუსი”) — €171,9 მლნ;
7. ლიონელ მესი (” ბარსელონა”) — €171,2 მლნ;
8. რომელუ ლუკაკუ (“მანჩესტერ იუნაითედი”) — €162 მლნ;
9. ფილიპე კოუტინიო(“ბარსელონა “) — €157 მლნ;
​10.ლეროი სანე (“მანჩესტერ სითი”) — €156,1 მლნ.

კომენტარები

სხვა სიახლეები