ვინ არის გოგონა რომელიც გავრცელებული ინფორმაციით პიკასოს დაჭრაშია ეჭვმიტანილი

„ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი სოლისტის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მონაწილე ორივე ქალბატონი იდენტიფიცირებულია. ერთ-ერთი მათგანი, გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის თამთა ჯანჯღავაა. პიკასოს მეგობრების განცხადებით ორივე ქალბატონი დაკავებულია. თუმცა პოლიციას მათი ვინაობა ჯერ არ დაუსახელებია.

„კურიერმა“ ირაკლი ნოზაძის თავდასხმაში მონაწილე თამთა ჯანჯღავას სახლს მიაკვლია.

თამთა ჯანჯღავა 1989 წელს არის დაბადებული. ის თბილისის ერთ-ერთ უბანში მამაკაცთან და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლების მას დადებითად არ ახასიათებენ.

„ვიღაც გიჟები იყვნენ ეს ნაღდად ვიცი, ხან წყალს უშვებდნენ. კაცი იყო რაღაც ძალიან არასასიამოვნო, ვიღაც ქალიც იყო ასაკოვანი“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ჯანჯღავას უკვე ყოფილი მეზობლები ამბობენ, რომ ქალი და მამაკაცი არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე გუშინ სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, თუმცა უცნობია, ჩატარდა თუ არა ჩხრეკა.

წყარო:http://primetime.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები