ვინ არიან შატილის ტრაგედიისას დაღუპულები (ფოტო)

23 აგვისტოს შატილიდან თბილისისკენ მიმავალი მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა. მათი ნაწილის იდენტიფიცირება უკვე მოხდა.

ვინ არიან გარდაცვლილები:

1)ხატია ზაალიშვილი

2) ირმა და ხათუნა მარუაშვილები– დები

3)დები მედეა და ხატია დევსურაშვილები – 25 წლის მედეა სხვებთან ერთად ადგილზე გარდაიცვალა, მასზე უმცროსი, 23 წლის ხატია კი ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის.

4)შატილის გზაზე ახალგაზრდა გოგონა დედასთან ერთად დაიღუპა – ნუცა ყანადაშვილია ხევსურეთის ტურში დედასთან ერთად იმყოფებოდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ნუცას დედაც.

5) სერგო გორლიუკოვი გიდი , რომლისთვისაც შატილის ტური, სხვებთან ერთად, საბედისწერო აღმოჩნდა…

კომენტარები

სხვა სიახლეები