ვინ არიან “თანასწორობის ჯილდოს” მფლობელები – და როგორ ჩაიარა ტრანსგენდერების უფლებადამცველების დაჯილდოების ცერემონიამ – ვიდეო

თბილისში ლგბტქ უფლებების დამცველი აქტივისტებისა და მხარდამჭერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
“თანასწორობის ჯილდოს” მფლობელი 9 აქტივისტი გახდა, მათ შორის არიან, ფილმის, “და ჩვენ ვიცეკვეთ” მსახიობი-პროდიუსერი და ასევე, 24 წლის, გარდაცვლილი ტრანსგენდერის, ლიკას ბაბუა.

გამარჯვებულები არიან:

ბარი საქსესი –ბარი “საქსესი” ლგბტ ადამიანებისა და ზოგადად ქვიარ თემის მხარდამჭერებისთვის მნიშვნელოვანი სივრცე გახდა. დღეს და განსაკუთრებით წინა წლებში, როდესაც საკმაოდ მცირე იყო მეგობრული ადგილების რაოდენობა, ქვიარ თემისთვის, რომელიც საჯარო სივრცეში უხილავია გავრცელებული ჰომოფობიის გამო, მნიშვნელოვანი იყო ადგილები, სადაც ქვიარ ადამიანები ერთმანეთს გაიცნობდნენ და საკუთარი გენდერული იდენტობის, თუ სექსუალური ორიენტაციის გამოხატვა თავისუფლად შეეძლებოდათ.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი – ადამიანი, რომელიც მრავალი წელია საქმითა თუ სიტყვით, ქადაგებებითა და შთამბეჭდავი საჯარო წერილებით აძლიერებს ლგბტ თემს.

მანო სვანიძე – ფოტოგრაფი რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ხელს უწყობს ტრანსგენდერი ქალებისადმი არსებული სტერეოტიპების მსხვრევას. მისი საავტორო პროექტები, “ხვალინდელი სიმღერა”, “5 second rule” მოგვითხრობს ტრანსგენდერი ქალების ცხოვრების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ავტორს, როდესაც საუბრობს იდენტური პრობლემის მქონე ადამიანებზე, საერთი გამოწვევების წარმოჩენისას შეუმჩვენელი არ რჩება ის ინდივიდუალური საჭიროებები, რომელიც ორ ტრანსგენდერ ქალს შეიძლება ჰქონდეს. პროექტში მანო სვანიძე სტერეტოპული, არაბუნებრივი, ეგზოტიკური ბუნებისგან დაცლილ, ემოციურ სურათებს ქმნის.

ვარლამ მალანია – პოლიციელი
ტრანსგენდერი ადამიანების ნაწილის სახელით წარდგენილ ნომინანტს ჟიურიმ მხარი დაუჭირა. ჯილდო გადაეცემა იმ პოლიციელს, რომლის მიმართაც თემის წევრებს დიდი ნდობა აქვთ, რადგან იგი გულისხმიერებითა და პროფესიონალიზმით, სტერეოტიპებისა და ცრურწმენების გარეშე ემსახურება თემის ყველაზე დაუცველი – ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვას.

იური
ჩვენი შემდეგი გამარჯვებულია ადამიანი, რომელსაც მნიშველოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში დრეგ კულტურის განვითარებაში. იგი ხშირად არის წარმოდგენილი “თანასწორობის მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ დრეგ ბოლებზე ჟიურიში, ასევე სხვადასხვა სახით მხარს უჭერს თემის წევრებს. “თანასწორობის ჯილდო” გადაეცემა იურის.

გაბრიელა
თვითორგანიზება ლგბტ თემისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის. “თანასწორობის მოძრაობა” მიესალმება და ხელს უწყობს საკუთარი უფლებების დაცვისთვის ინდივიდუალური აქტორების გამოჩენას. გაბრიელა სწორედ ის ადამიანია, ვისაც წვლილი შეაქვს ტრანს თემის გაძლიერებაში. იგი ყოველთვის მზადაა დაეხმაროს თავის დებს.

თამარ მჭედლიშვილი
თამარ მჭედლიშვილი მუშაობდა “თანასწორობის მოძრაობაში” იურისტის პოზიციაზე. ამ პერიოდში იგი სრულყოფილად ასრულებდა თავის საქმიანობას, ხშირად უწევდა სოციალური მუშაკის ფუნქციების შეთავსება და არასოდეს ზარდებოდა იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე მისი პროფესია მოითხოვდა. თამარი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებათა უკეთ გამოძიებაში. მისგან მუდმივად ვგრძნობთ მხარდაჭერას გვიცხადებს განსაკუთრებით სარისკო და მოწყვლად საქმეებზე მუშაობაში, უზრუნველყოფს პოლიციის სწორად ჩართულობას.

ავთანდილ კონცელიძე
დღეს, როდესაც ქვიარ ადამიანები იბრძვიან ცხოვრებისა და ბედნიერებისთვის, ხშირად მათ გვერდით მშობლები, ოჯახის წევრები ნაკლებად დგანან. მშობლები ნაკლებად არიან მზად აღიარონ საკუთარი შვილები სექსუალური ორიენტაცია თუ გენდერული იდენტობა და მხარდაჭერა არ მოაკლონ მათ, ვისთვისაც მხარდაჭერა ასეთი მნიშვნელოვანია.

“თანასწორობის ჯილდოს” მფლობელი ავთანდილ კონცელიძეა, ტრანსგენდერი გოგოს – ლიკას ბაბუა. ლიკა 24 წლის ასაკში 2018 წელს გარდაიცვალა. მისი ცხედარი სახლში არ მიუსვენებიათ. საფლავის ქვაზე კი მშობლებმა ბიჭის სახელი „ავთუკა“ დააწერეს. ავთანდილ კონცელიძე ლიკას სიცოცხლის ბოლო დღეებში უვლიდა, მაშინ, როცა მასთან არც დედა მიდიოდა, არც მამა, არც ოჯახის სხვა წევრები. იმის მიუხედავად, რომ მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ლგბტ+ თემზე, ის მტკიცედ მიიჩნევს, რომ გარიყვა დაუშვებელია. მან დიდი როლი შეასრულა იმითიც, რომ ავთანდილ კონცელიძე საჯაროდ ისაუბრა ოჯახის წევრების დამოკიდებულებაზე ლგბტ+ თემის წევრების მიმართ. ავთანდილ კონცელიძე არის მაგალითი, როგორ უპირობოდ შეიძლება გიყვარდეს საკუთარი ოჯახის წევრი.

და ჩვენ ვიცეკვეთ
ზემოთჩამოთვლილი დაჯილდოებულები შეარჩია დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომელშიც “თანასწორობის მოძრაობისა” და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიდონენ. ბოლო, მეცხრე ჯილდოს კი გასცემს “თანასწორობის მოძრაობა”. არ გვინდოდა, რომ ყურადღების მიღმა დაგვრჩენოდა წლის მოვლენა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ფილმი, რომლის სანახავადაც ბრიკადებისა და პოლიციის კორდონის გავლა მოგვიწია. გვინდა მადლიერებით აღვნიშნოთ ის გაბედაობა, რაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” შემოქმედებითმა ჯგუფმა გამოიჩინა.

“თანასწორობის დაჯილდოებაზე” ასევე შევაჯამეთ 2019 წელი და თანასწორობის მოძრაობის მიერ შესრულებულ სამუშაოს გავაცანით დაინტერესებულ საზოგადოებას. ანგარიში ჩვენს საიტზე დეკემბრის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.

“თანასწორობის ჯილდო” არის მადლიერების აქტი ლგბტქი აქტივისტებისა და იმ მხარდამჭერისთვის, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა აქვს საზოგადოებაში ლგბტქ ადამიანების მიმართ არსებული დამოკიდებულებების შეცვლაზე. აღნიშნული ღონისძიებით გვექნება მცდელობა, კიდევ უფრო გავამყაროთ კავშირი ლგბტქ თემსა და მხარდამჭერ ჯგუფებს შორის.
ნათქვამია “თანასწორობის მოძრაობის მერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები