ჰოლივუდის ვარსკვლავი ვილ სმიტი ნიუ-იორკში პაპარაცებმა ნაომი ჰარისთან ერთად დაინახეს. წყვილი ერთმანეთს კოცნიდა, თან ჰარისი ფეხმძიმედ იყო. ყველაფერი სკანდალურად ჩანდა, სანამ არ გაირკვა, რომ ვილ სმიტი თავისი ახალი ფილმის ერთ-ერთ სცენას მეწყვილესთან ერთად იღებდა. 47 წლის მსახიობი ახალ ფილმ „Collateral Beauty“-ზე მუშაობს. ფილმში ასევე მონაწილეობენ: კეიტ ვინსლეტი, კირა ნაიტლი, ედვარდ ნორტონი და ჰერენ მირენი. ვილი აცხადებს, რომ პროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა მოსწონს და ეს მათი უკანასკნელი პროექტი არ იქნება.