ვია დოლოროსა – მაცხოვრის გზა გოლგოთასკენ

გზა, რომელიც ჯვარცმად მიმავალმა უფალმა გოლგოთამდე განვლო, “ვია დოლოროსას” სახელწოდებითაცაა ცნობილი. ამ გზაზე გვხვდება მაცხოვრის თოთხმეტი გაჩერება.

ამ გზის ათვლა პილატეს სასახლიდან იწყება. ეს არის მაცხოვრის პირველი გაჩერება.

KARIBCHE

გამთენიისას, იესო, მღვდელმთავრებმა და მათგან მოსყიდულმა ხალხმა, პრეტორიუმში წაიყვანეს. პილატე იუდეველებთან შესახვედრად გამოვიდა. სწორედ აქ გაიმართა საუბარი მასა და იუდეველებს შორის. ეს არის მაცხოვრის მეორე გაჩერება. როგორც ვიცით, აქ გამოუტანეს ჯვარზე გაკვრის განაჩენი მაცხოვარს…

KARIBCHE

შემდეგ პილატემ რომაელ ჯარისკაცებს გააშოლტვინა მაცხოვარი. გაშოლტვა ძალზე მძიმე და სასტიკი სასჯელი იყო, ადამიანს მთელ ძალებს ართმევდა, შემდეგ მეწამული მოსასხამი მოასხეს _ სამეფო შესამოსელი (რომელიც რომაელ ჯარისკაცებს ეცვათ), თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს და შესძახოდნენ: “გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!”

ამ დროისათვის უკვე დამზადებული ჰქონდათ ჯვარი, რომელიც მაცხოვარს გოლგოთამდე უნდა ეზიდა.

KARIBCHEიმ ორი ავაზაკის ჯვარი, რომლებიც მაცხოვართან ერთად უნდა ეცვათ ჯვარს, უკვე კარგა ხნის დამზადებული ჰქონდათ, ხოლო რადგან იესოს ჯვარცმა ბოლო მომენტში გადაწყდა, ამიტომ, რაც “უცბათ ხელში მოხვდათ”, ის ხე გამოიყენეს: ეს იყო სოლომონის ტაძრის ხიდად გადებული ძელი _ იმ ხისგან გამოთლილი, რომელიც ძველი აღთქმის მამამათავარ აბრაამის დისწულის, ლოტის მიერ დანერგილი 3 ხმელი ტოტის განედლების შემდეგ შეეზარდა ერთმანეთს და ერთ დიდ ხედ აღმოცენდა; იერუსალიმის ტაძრის აგებისას ეს ხე მოჭრეს და სამშენებლოდ გამოყენებას აპირებდნენ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო, აღარ გამოუყენებიათ და ტაძრის კედელთან დაუგდიათ. გამოხდა ხანი და მისგან ხიდი დაუგიათ ტაძრის მახლობლად ჩამავალ ნაკადულზე გადასასვლელად. ხიდზე ათწლეულების მანძილზე მიმოდიოდნენ ადამიანები და ხე მტვრითა და ტალახით დაიფარა. სწორედ ამ ხისგან გააკეთეს ჯვარი, რათა უკიდურესად დაემცირებინათ მხსნელი კაცობრიობისა. გოლგოთისკენ მიმავალმა უფალმა კი ამგვარი ჯვრის ზიდვით კაცობრიობის ცოდვები, ადამიანთა დანაშაულთა სიბინძურე ზიდა…
პრეტორიუმიდან სამიოდ კილომეტრის გავლის შემდეგ მაცხოვარი წაიქცა. ეს იყო ამ გზაზე მესამე გაჩერება.

ჯვარცმად მიმავალი უფალი წამოაყენეს, ისევ აჰკიდეს ჯვარი და აიძულეს, გზა გაეგრძელებინა. ამ გზაზე მეოთხე გაჩერება ის ადგილია, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ელოდა მაცხოვარს მენელსაცხებლე დედებთან და მართალ ადამიანებთან ერთად. იუდეველთა მღვდელმთავრებმა და სინედრიონის სხვა წევრებმა ღვთისმშობელი და იესოს მომხრენი პრეტორიუმის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, თავიანთი მოსყიდულები მიიყვანეს, რათა პილატესთვის ეჩვენებინათ, რომ მთელ ერს სურდა მისი ჯვარცმა.

ამიტომაც ღვთისმშობელი ამ ადგილიდან მოშორებით დახვდა მაცხოვარს.

KARIBCHE

რამდენიმე მეტრში გზა უხვევს, საიდანაც ძველი იერუსალიმიდან გავდივართ. ამ ადგილას მაცხოვარი მეორედ დაეცა. ეს იყო მეხუთე გაჩერება. ამ დროს გზად მინდვრიდან მომავალმა იუდეველმა – სვიმონ კვირინელმა გამოიარა. მაცხოვრის ჯვარი მას აჰკიდეს და მსვლელობა გააგრძელეს. როგორც ჩანს, სვიმონ კვირინელი საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო, რადგან ასე მოექცნენ. შემდგომში ის უფლის მოციქული გახდა. მაცხოვრის სამოცდაათ მოციქულთა შორისაა მოხსენიებული.

KARIBCHE

მეექვსე გაჩერება გოლგოთის გზაზე არის ის ადგილი, სადაც მაცხოვარს მართალი ვერონიკა მიეგება. წმინდა ქალწული ბინიდან უცქერდა საშინელ პროცესიას. მაცხოვრის დასახიჩრებული სახის ხილვისას გარეთ გამოვარდა და ტილოთი შეუმშრალა დასისხლიანებული სახე. ტილოზე მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატება აისახა. ეს არის უფლის ერთ-ერთი ხელთუქმნელი ხატი.

KARIBCHE

ჯვრის გარეშე მიმავალი მაცხოვარი რამდენიმე მეტრში მესამედ დაეცა. ეს არის მეშვიდე გაჩერება.

KARIBCHE

მერვე გაჩერებად მოიაზრება ადგილი, სადაც მაცხოვარს იერუსალიმელი დედაკაცები მისტირიან. იესო შედგა, მიუბრუნდა მათ და მიმართა: – იერუსალიმის ასულნო, ნუ მტირთ, შვილთა თქვენთა და თავთა თქვენთა სტიროდეთო…

KARIBCHE

მეცხრე გაჩერება არის გოლგოთის მახლობლად, სადაც მაცხოვარი კვლავ დაეცა.
KARIBCHE

მეათე შეჩერება ის ადგილია, სადაც განკაცებულ უფალს სამოსელი შემოაძარცვეს.

KARIBCHE

იესოს სამოსელი დახიეს და ისე დაინაწილეს, კვართზე კი, რომელიც ღვთისმშობლის მიერ იყო მოქსოვილი, წილი ჰყარეს, როგორც ფსალმუნში იყო ნაწინასწარმეტყველები: “განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი”.

ამის შემდეგ კი ჯვარზე მიამსჭვალეს; ეს მეთერთმეტე შეჩერებაა;

KARIBCHE

ამ ადგილიდან დაახლოებით ხუთი მეტრის მოშორებით, გოლგოთის წვერზე, გაჭრილი იყო ორმო, სადაც ჯვარი უნდა ჩაესოთ. ჯვარზე მიმსჭვალული მაცხოვარი გოლგოთის წვერზე აიყვანეს და ჯვარი აღმართეს. ეს არის მეთორმეტე შეჩერება.

KARIBCHE

როგორც ვიცით, ჯვარზე მიმჭვალულ მხსნელს შეურაცხყოფდნენ და დასცინოდნენ. ის კი ლოცულობდა თავისი მტრებისთვის: “მამაო, მიუტევე, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!”. ამგვარი ქმედებით უფალმა მცნებად დაგვიდო მტრების სიყვარული და მტრებისთვის ლოცვა. როდესაც წყალი ითხოვა, ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი მიაწოდეს, წყურვილის გრძნობა კიდევ უფრო რომ გამძაფრებოდა. ლონგინოზ ასისთავმა, რომლის ხელქვეითმა ჯარიკაცებმაც აღასრულეს განაჩენი, ჯვარზე გაკრულ იესოს გვერდში მახვილი უგმირა (შემდგომში მან იესოში განკაცებული უფალი შეიცნო და ქრისტე აღიარა, მოწამებრივადაც აღესრულა ქრისტეს სარწმუნოების გამო).

მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მიწა განიპო, მზე დაბნელდა, დედამიწა შეზანზარდა. ამგვარად შეიძრა ხილული სამყარო, ის ადგილი, სადაც ადამიანები ეშმაკს დაემსგავსნენ და განკაცებული უფალი აცვეს ჯვარს…

მაცხოვრის ჯვარცმა მოხდა პარასკევს. იმ საღამოს იწყებოდა იუდეველთა პასექი. მათ არ უნდოდათ, რომ თავიანთ უდიდეს დღესასწაულს ჯვარზე გაკრული იუდეველებით შეხვედროდნენ. პილატესთან მივიდნენ და სთხოვეს, ნება დაერთო, სიკვდილის დასაჩქარებლად ჯვარცმულებისთვის წვივები გადაემტვრიათ. როდესაც ჯვარცმის ადგილას დაბრუნდნენ, მაცხოვარი უკვე აღსრულებული დახვდათ, ამიტომ მისთვის წვივები აღარ გადაუმტვრევიათ. ამავე დროს, ნიკოდიმოსი, გამალიელი და იოსებ არიმათიელი მივიდნენ პილატესთან და იესოს გვამი გამოითხოვეს. პილატეს ნებართვის შემდეგ, მაცხოვრის სხეული ჯვრიდან გარდამოხსნეს და ჯვარცმის ადგილიდან დაახლოებით ათ მეტრში დაასვენეს იქვე მდებარე ლოდზე. ეს ადგილი არის მეცამეტე შეჩერება.

KARIBCHE

მაცხოვრის სხეულს ნელსაცხებელი სცხეს, ტილოში გაახვიეს და იქვე, კლდეში გამოკვეთილ იოსებ არიმათიელის საგვარეულო სამარხში დაკრძალეს, რომელშიც არავინ ყოფილა დასვენებული. სამარხი გოლგოთიდან 30 მეტრში მდებარეობდა. ეს იყო მეთოთხმეტე შეჩერება. როგორც ვიცით, სამარხში მაცხოვარი სამი დღე-ღამე იყო დაკრძალული. იქვე აღდგა მკვდრეთით.

KARIBCHE

წყარო:http://karibche.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები