“ვზივარ სამსახურის ეზოში, ეულად… ცოტა მეშინია” – ვახო სანაია თავისი სტუდენტის სტატუსს აზიარებს

ტელეწამყვანი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში თავისი სტუდენტის ,,ფეისბუქპოსტს,, აზიარებს.

ნანო ჩაკვეტაძე თავისი კოვიდ–ისტორიის შესახებ წერს:

“გავიღვიძე და უსაყვარლესი ნანოს ულამაზესი სტატუსი დამხვდა. ნანო ჩემი სტუდენტი და მეგობარია. აი, ფოტოზე რომ ვეხუტებით ერთმანეთს რამდენიმე დღის წინ. ნანო ძალიან ჭკვიანია, იმდენად ჭკვიანი, რომ იოჰან კრუიფი შევარქვი.

ესეც სტატუსი:

რადგან გასული დღეები სიცხე და ხველა მქონდა, პარასკევს გავიტესტე კოვიდზე.

გუშინ მივიღე პასუხი, რომ უარყოფითი ვარ. გახარებულმა ჩამოვურეკე ყველას, როდის დავლიოთ-მეთქი.

დღეს დილას ადრე გავიღვიძე, გამოვუყევი გზას სამსახურისკენ და რამდენიმე წუთის წინ მირეკავს ოჯახის ექიმი მზრუნველი ხმით, ნანა, ჩემო გოგო, აბა, როგორ ხარ, ხომ არ შეგაშინა კორონამ? “112”-დან შეგვატყობინეს, კოვიდი დაგდასტურებიათო.

ახლა ვზივარ სამსახურის ეზოში, ეულად, გაუჩერებლად ვრეკავ “112”-ზე, რომელიც ცხადია, არ მპასუხობს, იქნებ – გავარკვიო, რა ხდება ჩემს თავს, თან იქნებ არავინ შემხვდეს და მომიახლოვდეს.

ცოტა მეშინია.

როდემდე?!!”

კომენტარები

სხვა სიახლეები