“ვერ შევძელი შენი გადარჩენა, მაპატიე” – თსუ–ის ყოფილ რექტორს, ალექსანდრე კვიტაშვილს მეუღლე გარდაეცვალა
საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, ალექსანდრე კვიტაშვილს მეუღლე გარდაეცვალა. ის აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცნობილია, ანასტასია ოსტროკოვას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა:
“მე შენ მიყვარხარ. სადაც უნდა იყო, მე შემეშალა, ვერ შევძელი შენი გადარჩენა, მაპატიე, საყვარელო…”, – წერს ალექსანდრე კვიტაშვილი სოციალურ ქსელში.