“ვერ ვხვდებით, რამდენი რამ შეცვალა ვირთხამ და შემდგომ კიდევ სასიკეთოდ წავა ეს ცვლილებები” – მიხეილ ცაგარელი ხარის წელიწადზე

2020 წელი ორ დღეში კარს მიიხურავს და დადგება 2021, თეთრი მეტალის ხარის წელიწადი. ქართველმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა “იმედის” ეთერში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს:

„31 დეკემბერს ორი სიმბოლო გვაქვს. თეთრი ხარის წელი მოდის, ლითონის სტიქიის, ხარი ჩინურადაა და იაპონურად კამეჩი. არ გეგონოთ, რომ ეს სხვადასხვაა. უბრალოდ, იაპონიაში უფრო მეტ პატივს კამეჩს სცემენ.

ორი სიმბოლო 31 დეკემბრიდან 11 თებერვლამდე უნდა გვქონდეს იმიტომ, რომ ხარი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 11 თებერვალს, 23 საათსა და 7 წუთზე შემოდის.

რომ არ გავანაწყენოთ ვირთხა, რომელიც 11 თებერვლამდე გრძელდება, ხართან ერთად, 31 დეკემბერს მისი სიმბოლოც უნდა გვქონდეს. ხარს წინ დავუდგათ მწვანილი, ხოლო ვირთხას 1-2 ნაჭერი ყველი. ამით ჩვენ პატივს მივაგებთ მათ.

ვირთხამ მოიტანა ისეთი ცვლილებები, რომლებსაც ჩვენ შემდგომ ვიგრძნობთ. მართალია, სირთულეებით, მაგრამ ამან ბევრი რამ შეცვალა. მათ შორის, ადამიანთა ცნობიერებაში, დაიწყო მერწყულისდიდი ერა.

ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რამდენი რამ შეცვალა ვირთხამ და შემდგომ კიდევ სასიკეთოდ წავა ეს ცვლილებები. რადგან აღვნიშნეთ, რომ ლითონის სტიქიის ხარია, აქიდან გამომდინარე, ლითონის ნაკეთობები გვქონდეს სუფრაზე. ეს ლითონის სტიქიის ენერგიას გააძლიერებს. ლითონის ყველაფერი შეგვიძლია გამოვიყენოთ, მათ შორის, ხურდა, ჭურჭელი და სხვა“,- ამბობს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები