8 ოქტომბერს ვერკა ჯაჯანიძესა და ირაკლი შალიკაშვილს ქორწილი ქონდათ, რომელიც საბოლოოდ შოუში გადაიზარდა. თავად პატარძალი ძალიან ლამაზი იყო, ულამაზეს სექსუალურ საქორწილო კაბაში, რომელიც მის უნაკლო სხეულს კარგად უსვამდა ხაზს.
ვერკა: კაბა ისეთი გამოვიდა როგორიც მინდოდა, თან ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ქორწილში უნდა მცმოდა გამოყვანილი, უზურგო კაბა თავისი შლეიფით. თავიდან გვინდოდა კაბისთვის სარჩული გაგვეკეთებინა, მაგრამ გარუჯულ ტანზე იმდენად ლამაზად დაჯდა და იმდენად არ მოუხდა სარჩული, რომ გადავწყვიტე მის გარეშე ჩამეცვა.
ირაკლი: ქორწილი შენი დღეა, წესით ცხოვრებაში ერთხელ არის და რაზეც გიოცნებია, რაც გინდა, ის უნდა ჩაიცვა, როგორც გინდა ისე უნდა გაატარო დრო. თან ძალიან მომეწონა კაბა, ლამაზი იყო, განსაკუთრებით ლაივში.
ვერკა: კონცერტი გამოვიდა ჩვენი ქორწილი: “ვერნისაჟის” მოცეკვავეებმა, ჩემმა მოსწავლეებმა იცეკვეს, ასევე ჩემმა მეჯვარეებმა მოგვიწყეს სიურპრიზი. მე და ჩემმა მეწყვილემ ვიცეკვეთ. მომღერლმა იმღერეს, რესტორნის მეპატრონეც კი ამბობდა: ჩვენს რესტორანას ასეთი ქორწილი არ ახსოვსო.
ირაკლი: მე და ვერკამ ტანგო ვიცეკვეთ, რომელიც ვერკამ მასწავლ. კოპლექსები არ მაქვს, თან ვთქვი: ჩემი დღეა, ბოლომდე უნდა გავერთო. გვიხარია, რომ საბოლოოდ ყველა კმაყოფილი დარჩა, ღამის 3 საათამდე არ წასულან, მე და ვერკა უფრო ადრე წამოვედით.
ვერკა: ისეთ კარგი ქორწილი გვქონდა, რომ ახლა ვხუმრობთ: მეორედ ხომ არ გადავიხადოთ?!
წყარო: http://fact2.ge