ვენესუელის პრეზიდენტმა ქალს, რომელმაც მანგო ესროლა ბინა აჩუქა

არაგუაში მყოფი ნიკოლას მადურო ხალხთან შესახვედრად ავტობუსით მივიდა. ყველასთვის მოულოდნელად, მას მანგო ესროლეს, რომელზეც ეწერა – თუ შეგიძლია, დამირეკეთო. ამ ტექსტს სახელი და მობილურის ნომერიც ერთვოდა.

ეს ქალბატონი ადგილობრივი მარლენ ოლივოა; ის სახლის პრობლემას წლების განმავლობაში ვერ აგვარებდა. როგორც ჩანს, დაუსრულებელი პეტიციებით ძალიან დაიღალა და საკმაოდ ორიგინალურ ხერხს მიმართა, რომელმაც გაჭრა. წარმოიდგინეთ ოლივოას სახე, როცა პრეზიდენტმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ რამდენიმე საათში ბინა ექნებოდა.

წყარო: ინფო 9

კომენტარები

სხვა სიახლეები