ახალი კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო სიტუაციის პირობები საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო დამძიმდა.
საეკლესიო დღესასწაულების მოლოდინში, საზოგადოება, მიუხედავად უამრავი მოწოდებისა, იზოლაციასა და სოციალურ დისტანცირებაზე უარს აცხადებდა, შედეგად, სახელმწიფო კარანტინის პირობების დამძიმებაზე წავიდა და ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება დღეს 12:00 საათიდან 21 აპრილამდე სრულად აიკრძალა.
ვარკეთილის ქუჩებში კი “თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი” უკვე გამოჩნდა. აღნიშნულის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება: