“ვაგლახ, თქვენ ხართ ის კლასტერი, იაკობს რომ აბლატავებს!!!!” – პოეტი ვასილ ბესელია კორონავირუსზე

პოეტმა ვასილ ბესელიამ კორონავირუსს ლექსი მიუძღვნა:

( გაბრაზებული ექსპრომტი )

ცის მახლობლად
ფაცხაში ხარ,
თუ ცის კოშკში
ზიხარ მახვში,
ომში ხარო,
ღმერთი ყვირის,
ნუ გოიმობთ,
დარჩით სახლში…

დარჩით, თორემ,
ვერ გიშველით,
ხატს რომ უხრით
დაბლათავებს,
ვაგლახ, თქვენ ხართ
ის კლასტერი,
იაკობს რომ
აბლატავებს!!!!

იმ უხილავ
მტერს რომ ებრძვით,
თუ ვერ სცანით
იგიომად…
ღმერთი დუმს…
და მე გიყვირით,
– დარჩით სახლში,
იბიომატ!..

კომენტარები

სხვა სიახლეები