პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია ფეისბუქის პირად გვერდზე შვილს რატი მილორავას დაბადების დღეს ულოცავს.
“იშვიათად ვწერ პირად ემოციებზე საჯაროდ, როგორც წესი საკუთარ სივრცეში ვაქცევ და ვუფრთხილდები.
რატისაც არ უყვარს საჯაროობა , მაგრამ ახლა ძალიან მომინდა ასე მივულოცო მისი დღე.
ლამის ერთად გავიზარდეთ… უნივერსიტეტი, სამსახური , რთული წლები ერთად გავიარეთ ..
იმის გამო ,რომ სხვების შვილებს საჯაროდ ვიცავდი და ძალადობას ვუპირისპირდებოდი -წინა ხელისუფლების დროს ჩემი გაჩერება და დასჯა რამდენჯერმე სცადეს ჩემი შვილის მიმართ საფრთხის შექმნით.
არაერთხელ გახდა უსამართლობის მსხვერპლი და 16 წლის სკოლის მოსწავლით გამოგვცადეს მთელი ოჯახი … ეს იყო ენით აუწერელი სისასტიკე …
არასოდეს დამიხევია უკან არც მე და არც ჩემს ოჯახს!
არასოდეს უთქვამს – ,, დედა შევეშვათ ამ ბრძოლას…”
მისი დაცვით ვცდილობდი სხვა დედების გამხნევებას და ამ ბრძოლაში შიშის და კომპრომისების დამარცხებით ვამარცხებდით უსამართლობას…
ბევრი რამ გადავიტანეთ, ბევრი რამ დააბრალეს რატის, ბევრი რამის გავლა მოუხდა , მაგრამ როგორც მისმა ნანა მასწავლებელმა ( ნანა ჩაჩუამ) დაწერა ,, რატი იქ დგას საიდანაც კაცები მოდიან…”
განსაცდელებმა გაზარდეს მეტად და გააძლიერეს… რთული და შეუძლებელია ამის დაწერა…
უნდა მიუტევო – ეს ქრისტიანულია, თუმცა რთულია დაივიწყო ის რაც ყველაზე ძვირფასს და სათუთს ასე ეხება …
მე კი ამ გასაოცარი ტკივილით და დედის გამოუთქმელი სიყვარულით გავაცნობიერე რომ სხვისი შვილების სიცოცხლის დაცვით იცავ იმ ღირებულებას, რომლითაც შენმა შვილმაც უნდა იცხოვროს !
მინდოდა და ვერ ვიპოვე გია ჯაჯანიძის სიურპრიზად ჩაწერილი ინტერვიუ რატისთან 2017 წელს ,რომელიც უთბილესი იყო და მხოლოდ იმიტომ დაარღვია რატიმ საჯაროობის დუმილი ,რომ ჩემთვის სიხარული მოეტანა…
გილოცავ დე შენს დღეს ! დედის სიყვარული ვერავინ ვერ გაზომა ჯერ!
ის ლოცვასავით აღწევს ყველგან და მეტია ყველასა და ყველაფერზე”