ახლა მზე მორიელშია, ნოემბერში გვაქვს საინტერესო მონაკვეთი, რომელსაც “დამწვარი გზა” ჰქვია, აგრეთვე, ნოემბერში იხსნება დაბნელებების დერეფანი. ერთი სიტყვით, ცხელი ნოემბერი გველოდება და უმჯობესია, მომზადებულები დავხვდეთ. როგორც წესი ყველა მოვლენა მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ ზოგიერთზე განსაკუთრებით და ზოგზე უმნიშვნელოდ. გააჩნია, პირად რუკაში როგორ გაქვთ განლაგებული პლანეტები.
23 ოქტომბრიდან მზე მორიელშია. მორიელებო, გილოცავთ დაბადების დღეს, გამარჯვებასა და მიზნების განხორციელებას გისურვებთ. მორიელს მართავს ორი მამაკაცური პლანეტა მარსი და პლუტონი. მორიელი არის ტრანსფორმაციის, რევოლუციის, კრიზისის, ტრანსმუტაციის სიმბოლო. ისვე განაგებს პარტნიორების (საქმიანი და სასიყვარულო) ფინანსებს, კრედიტებს, ბიზნესს, ინვესტიციას, მემკვიდრეობას და ა.შ.
პლანეტების გადაადგილეების თვალსაზრისით ნოემბერი აქტიური არაა, მაგრამ საინტერესო ასპექტები – კარგიც და ცუდის – გველის პლანეტებს შორის და კიდევ რამდენიმე საინტერესო მოვლენა.
30 ოქტომბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მარსი მორიელშია. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ ცვლილებებისთვის, მიზნების განხორციელებისთვის. მარსი ენერგიის, ბრძოლის, აგრესიულობის სიმბოლოა. მოიმატებს კონკურენტულობა, ბრძოლა სასურველის მისაღწევად. ცვლილებები თუ გსურთ, უნდა გააქტიურდეთ, მარსი კი ენერგიით აგავსებთ.
5 ნოემბრიდან 2022 წლის 7 მარტის ჩათვლით ვენერა თხის რქაში იქნება. აქვე მოუწევს რეტროგრადული ფაზა. 5-მდე ვენერა მშვილოდოსანში იქნება და მოგვინდება საკუთარი თავის მეტად განებივრება ბრენდებით, ძვირფასეულობით.
ახალმთავრეობას ველოდებით 5 ნოემბერს 01:14-ზე, მორიელის სამეფო – მეცამეტე გრადუსში. ამ დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი. ამ დღეს მოულოდნელობები გველის. არაა გამორიცხული სპონტანურობა. შეიძლება მოხდეს ის, რაც აქამდე შეუძლებელი გვეგონა. მზად იყავით სიტუაციაში სწრაფად გასარკვევად. გირჩევთ, ამ დღეს და პლუს/მინუს 2 დღე ობიექტურად და გონივრულად მოაგვაროთ ფინანსური საკითხები. ისწავლოთ ჩემისა და თქვენის გარჩევა. ახალმთვარეობას მომდევნო დღიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ფინანსური საკითხების მოგვარება: ფულის დაბანდება, ფინანსური ხარჯის აღრიცხვა, შემოსავლის დამატებითი წყაროს მოიძიება.
მერკური მორიელში იქნება 6-24 ნოემბრის შუალედში. 6-მდე იქნება სასწორში. ურთიერთობაში მეტად იქნება დიპლომატიურობა, თანასწორობისა და ჰარმონიის შენარჩუნების სურვილი. მორიელი არის მაგიურობის, ძალაუფლების, ძალის სიმბოლო. ადამიანებს, ვისაც მერკური მორიელში ჰყავთ რენტგენივით შიფრავენ ადამიანებს. არ უჭირთ მათი განზრახვების ამოცნობა. შეუძლიათ სხვადასხვა უმცირესი დეტალით ერთი მთლიანი სურათი შექმნა. 6-დან, როცა მერკური მორიელში იქნება, მოიმატებს საუბარში სარკასტულობა. დეტალებში გარკვების სურვილი. გაგიმძაფრდებათ ინტერესი დეტექტივების, გამოძიებების, საიდუმლო მასალებისდამი. გამორიცხული არაა, მიაგნოთ პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. გაგიჩნდებათ ეზოტერიკული სფეროების, ფარული მეცნიერებების შესწავლის, წვრილმანებში გარკვევის სურვილი.
16 ნოემბერს დაიწყება Via Combusta და გასტანს 22 ნოემბრამდე. ყოველწლიურად მზე გადის ამ მონაკვეთს. სხვანაირად მას “გველმჭერის” პერიოდსაც ეძახიან, ეს არის უმაღლესი ზოდიაქოს პერიოდი. უმაღლესი ზოდიაქოს თემაზე ადრე ვწერდით. საინტერესო ისაა, რომ მთავრის დაბნელება “ვია კომბუსტაზე” ხდება და ბევრს მიეცემა ტრანსფორმაციის, ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა.
მთვარის დაბნელებასა და სავსემთავრეობას ველოდებით 19 ნოემბერს 13:02-ზე კუროს 28-ე გრადუსში. ეს არის მორიელი-კუროს ღერძზე პირველი დაბნელება. მთვარის კვანძები, მეორენაირად მათ ქეთუ-რახუს და აღმავალ-დაღმავალ კვანძებსაც ეძახიან, მორიელი-კუროს ღერძზე მხოლოს 2022 წლის 18 იანვარს გადავლენ. ამ პერიოდში გააგაქტიურდება ფინანსური, საბანკო, საინვესტიციო საკითხები. აგრეთვე, სადაზღვევო, საგადასახადო თემები. იყავით ფრთხილი ფულთან მიმართებაში. ზომიერად და გააზრებულად ხარჯეთ ფული. გამორიცხული არაა, მოულოდნელად გამოგიჩნდეთ შემოსავლის ახალი, დამატებითი წყარო.
მზე მშვილდოსანში გადავა 22 ნოემბერს, სადაც დარჩება 21 დეკემბრამდე. მშვილდოსანს იუპიტერი – დიდი ბედნირების პლანეტა – მართავს. ის არის ცნობიერების გაფართოების სიმბოლო. მართავს სულიერ ზრდას, დიპლომატიურობა, უმაღლეს განათლებას, საზღვარგარეთის თემებს: მოგზაურობა, ემიგრაცია. კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში დაინტერესდებით უცხო ენებით, ჩამოყალიბდებით, სად გსურთ სწავლის გაგრძელება. მოგზაურობის სურვილი კი თუ გამგზავრება რეალურად არ გამოგდით, კითხვით ან მოგზაურობაზე გადაცემების ყურებით დაიკმაყოფილოთ.
მერკური მშვილდოსანს ესტუმრება 24 ნოემბერს (12 დეკემბრამდე). აქ მერკური თავს უფრო ლაღად გრძნობს, ვიდრე მორიელში. მოგინდებათ დამატებითი განათლების, ცოდნის მიღება. შეიძლება დაინტერესდეთ უცხო ქვეყნების ცხოვრების წესებით, ჩვეულებებით; ჩაეწეროთ უცხო ენების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე. მოიმატებს ფილოსოფიურ და რელიგიურ თემებზე საუბრის სურვილი და საუბარშიც მეტად მომატებული იქნება მხიარული, ოპტიმისტური ტონები. თუმცა, აქვე გირჩევთ, რომ დაასრულოთ დაწყებული საქმეები და არ მიატოვოთ შუა გზაზე.
საინტერესო დღეა 26 ნოემბერი. ეს არის დაბნელებების შუადღეა. ამ დღისთვის არაფერი მნიშვენლოვანი არ დაგეგმოთ. ზოგიერთ ადამიანზე ამ დღის მოვლენებმა შეიძლება საერთოდ არ იქონიონ გავლენა, ზოგზე კი – მძაფრად. იყავით დაზღვეული.
ორი სიტყვით ნოემბრის პოზიტიურ და რთულ დღეებზე შევჩერდეთ. კარგი დღეებია: პირველი, 6, 29-30 ნოემბერი. ფრთხილად უნდა იყოთ: 2, 4-5, 10-11, 13, 15, 19 ნოემბერს (პლუს/მინუსი 3 დღე), 21 და 26 ნოემბერი. აქვე გეტყვით, რომ ნოემბრის დასაწყისში არ შეიძინოთ კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.