ესპანეთში გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის ოჯახს თბილისში ბინა აჩუქეს – პირდაპირ ეთერში ატირებული ქმარი (ვიდეო)
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის ოჯახს თბილისში ბინა აჩუქეს.
გარდაცვლილის მეუღლეს, მამუკა ნაჭყებიას ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში, თავად გადაცემის წამყვანმა შეატყობინა. მამუკა ნაჭყებია პირდაპირ ეთერში ატირდა.
ცირა ალიხანაშვილი ესპანეთში სიმსივნის სამკურნალოდ გაემგზავრა, მაგრამ მას კორონავირუსი შეხვდა და გარდაიცვალა. მას და მამუკა ნაჭყებიას 5 შვილი ჰყავთ და მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან.