“ესენი არიან თაღლითები, არ ჩაურიცხოთ თანხა” – შოვში დაზარალებულებისთვის „ფეისბუქზე“ ყალბი ანგარიშებიდან თანხას ითხოვენ

შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.

„ფეისბუქის“ მომხმარებლები ყალბი ანგარიშებიდან სხვადასხვა ჯგუფში კვლავ აქვეყნებენ პოსტებს იმის შესახებ, თითქოს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მიდიან და აგროვებენ თანხას საჭირო ნივთების შესაძენად. მოქალაქეებს კი მოუწოდებენ, თანხა მათ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხონ.

მოქალაქეების ნაწილი, საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ადგილი აქვს თაღლითობას.

“ესენი არიან თაღლითები, არ ჩაურიცხოთ თანხა, ეს ერთი მიმღებია ვის სახელზეც რიცხავენ ფულს, მეორესაც დავდებ კომენტარებში. პოლიციაში მივიტანე და იმედია მიხედავენ. ასეთები როგორ არსებობთ და როგორ დადიხართ დედამიწაზე”,- წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები