იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი 24 აპრილს სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს. ინფორმაცია მომღერლის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე დევს. რამაზოტის საქართველოში სტუმრობა იმ პროექტის ფარგლებში იგეგმება, რომელიც საქართველოში მაღალი დონის მუსიკოს-შემსრულებლების ჩამოყვანას ითვალისწინებს. ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ კულტურის სამინისტროს შესაბამისი რესურსები გამოუყო. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რობი უილიამსთანაც, რომელმაც თბილისში დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს უნდა გამართოს კონცერტი.