სიკვდილზე გამარჯვების ისტორია – კოტემ ამ ვერაგ დაავადებას ბრძოლა მოუგო

ხუთი წლის წინ, კოტე ზარნაძეს მძიმე დაავადება, ლეიკემია დაუდგინდა. მან საზოგადოების დახმარებით და ბრძოლისუნარიანობით დაავადება დაამარცხა. ამის შესახებ, მარიამ ხორგუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“მე მოგიყვებით სიკვდილზე გამარჯვების ისტორიას. ისტორიას- იმედის დაკარგვის, წარმოუდგენელი სევდის და მალევე იმედის დაბრუნებისა და სევდიანი თვალების ღიმილის თვალებად გადაქცევის კოტესეულ ისტორიას,რომელმაც დამანახა რომ ამ ბიჭისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის. დარწმუნებული ვარ, ამ ამბის გახსენებით მის გაბრაზებას გამოვიწვევ, მაგრამ მაინც აუცილებლად დავწერ კოტეს მიზანდასახულობისა და ბრძოლისუნარიონობის შესახებ: სულ რაღაც 5 წლის წინ, 2016 წელს, ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელ კოტეს, რომელიც უკვე 2 წლის ბარბარეს და 9 თვის მარიამის მამა იყო მძიმე დაავადება, ლეიკემია დაუდგინდა.
ამბით შოკირებული ოჯახი იძულებული გავხდით თანადგომისთვის საზოგადოებისთვის მიგვემართა, თითქმის 1 წლის განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია ყველასთან, ვისაც დახმარება შეეძლო, სააგენტოებთან, ტელევიზებთან, ყველა სფეროს ცნობილ სახესთან. ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, საზოგადოების დახმარებით, კოტე გამოჯანმრთელდა, თუმცა ეს შედეგი ვერ დადგებოდა, რომ არა კოტეს სულისკვეთება და ბრძოლისუნარიანობა, ყოველდღიურად ვესაუბრებოდით, ესაუბრებოდა ყველა – დედამისი, სანდრა, შვილები – ის მაინც საკუთარი პოზიტიური თვალებით იმედს გვაძლევდა და ჩვენ გვაძლიერებდა.
შეუძლებელია ამ ამბის სრულად მოყოლა, შეუძლებელია იმ ემოციის გამოხატვა, რაც ჩვენ ოჯახებში იმ დროს ტრიალებდა, ერთ წლიანი ბრძოლა წარმატებით დასრულდა – ჩვენ ფონს გავედით, კოტემ გაიმარჯვა, კოტემ ამ ვერაგ დაავადებას ბრძოლა მოუგო, ის ახლიდან დაიბადა და მისცა მოტივაცია ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ საშინელი დაავადების პირისპირ დგას, მისცა მოტივაცია დედებს, რომლებიც იმედდაკარგული თვალებით უყურებენ საკუთარ შვილებს.
ამგვარად, ამ ბრძოლის შემდეგ, კოტე ჩამოყალიბდა ადამიანად, რომლისთვისაც არ არსებობს გადაულახავი გამოწვევა. მას უყვარს ხალხი, ხალხი, რომელიც გასაჭირში გვერდით დაუდგა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ახალი ბრძოლის წარმატებით დასრულებაში.
მე დარწმუნებული ვარ, რომ კოტე ამ ბრძოლიდანაც გამარჯვებული გამოვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ კოტე ამ ხალხს არასდროს გაუცრუებს იმედს, ისევე როგორც, ჩვენ, ოჯახს არ გაგვიცრუა იმედი.”

კომენტარები

სხვა სიახლეები