საქართველოს ეროვნული ლატარია ამ დრომდე ეძებს ჯეკ-პოტის მფლობელს. ჯერჯერობით რაც ცნობილია, კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის კონსულტანტის, ნათია მიქიაშვილის ინფორმაციით, ბილეთის მფლობელი ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რაიონში ცხოვრობს.
ის საზოგადოებას ამ პიროვნების მოძებნაში დახმარებას სთხოვს.
„მეგობრებო მჭირდება თქვენი დახმარება – ნამდვილად არ გვაქვს საქმე მარკეტინგულ ხრიკთან, სამწუხაროდ არ მაქვს უფლება ჯერ ვთქვა კონკრეტული ლოკაცია, სადაც გაიყიდა მოგებული ჯეკპოტის ბილეთი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე სოციალურად დუხჭირ პირობებში მცხოვრები მოსახლეობის რაიონი, სადაც პრინციპში შეიძლება ითქვას დიდწილად ბარაკებია. აქ ორი ლარით ნაყიდი ბილეთით ადამიანმა მოიგო ჯეკპოტი 1 მილიონ 182 454 ლარი და როგორც ჩანს ამის შესახებ არ იცის, ამ დრომდე არ ჩანს. ვეცადე ყველასთვის გამეგზავნა ნიუსი. უბრალოდ გთხოვთ იქნებ გადააზიაროთ ეს ამბავი, რომ გამოჩნდეს რადგან ყველაფერს აქვს თავისი ვადები“, – წერს ნათია მიქიაშვილი სოციალურ ქსელში.