„ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც აიცრა, რადგან მჯეროდა, რომ აცრის გარეშე გამიჭირდებოდა, მართალიც აღმოვჩნდი, აიცერით! აცრა გვიცავს“- ლელა გოჩელაშვილი

სკოლა „მწიგნობართუხუცესის“ მასწავლებელი ლელა გოჩელაშვილი მე-12 დღეა კორონავირუსს ებრძვის.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინამ გადაარჩინა და მისი ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, პროცესები მსუბუქად განვითარდა.

„კორონა ვირუსის დადასტურებიდან დღეს მეთორმეტე დღეა და ალბათ, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მე იგი დავამარცხე – მე და „ასტრაზენეკამ“. ერთ – ერთი პირველი ვიყავი, ვინც აიცრა, რადგან მჯეროდა, რომ აცრის გარეშე ჩემი ჯანმრთელობის პატრონს გამიჭირდებოდა ვირუსთან ბრძოლა. მართალიც აღმოვჩნდი. აცრამ დამიცვა და პროცესები მსუბუქად განვითარდა. ამიტომ არ მიწუწუნია ხველაზე, სურდოზე, ყელის ტკივილზე, სისუსტეზე, სახსრების ტკივილზე და კიდევ სხვა სიმპტომებზე. ვირუსი ხან რაზე მიტევდა, და ხან რაზე…ხალხმა ისეთები გადაიტანა…. მაგრამ მხნედ და შემართებით ვიყავი, მქონდა აცრის იმედი და უნდა გითხრათ, რომ ჩემი იმედი გამართლდა. კარგად ვარ და ვირუსი დავძლიე. 2 დღეში, იმედი მაქვს, საყვარელ საქმეს დავუბრუნდები. ამიტომ ყველას გირჩევთ: ა ი ც ე რ ი თ. აცრა გვიცავს“,- დაწერა ლელა გოჩელაშვილმა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები