„ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, გვარია“- ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის შვილთან ერთად გადაღებული ფოტოს ეხმიანება. ჩოგბურთელმა,ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვილს დაბადების დღე მიულოცა და დაწერა, რომ ის ექვსი წლის გახდა.

„ჩემი ბიჭი ექვსი წლის გახდა…“

ნეკა დოროყაშვილმა თავის კომენტარში, რომელიც ამ ფოტოს ქვეშ დატოვა, აღნიშნა:

„კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს – ისიც სასამართლო პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია“.- წერს ნეკა დოროყაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები