16 და 17 სექტემბერს შეკვეთილის Black Sea Arena-ზე ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტი უნდა გამართულიყო. ვარსკვლავის დაანონსებულ ჩამოსვლამდე 10 დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ელტონ ჯონი საქართველოში აღარ მოემგზავრებოდა. ორდღიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ, კომენტარი გააკეთა “ისთენ ფრომოუშენმა”, რომელიც კონცერტის ორგანიზებას SOLO-სთან ერთად აკეთებდა:
“ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება” – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე “ისთერნ პრომოუშენის” დირექტორმა გიორგი კერესელიძემ განაცხადა.
როგორც “სოლოში” განმარტეს, საქართველოში დაგეგმილი კონცერტების თარიღების ცვლილების მიზეზი ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.
საინტერესოა, რომ პოპ-ვარსკვლავმა საქართველოში კონცერტები გადადო, თუმცა არ შეუცვლია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილი კონცერტი და ტურნეს გრაფიკი.
მის ოფიციალურ ვებგვერდზე, მსოფლიო ტურნეს თარიღები უცვლელია: მომღერალი 22 სექტემბრიდან ავსტრალიაში იწყებს კონცერტებს, ერთი კვირის შემდეგ კი აშშ-ში მიემგზავრება.
სხვა სიახლეები