ელდარ პირმესაშვილი: გარანტიას ვაქცინა ვერ მოგვცემს, მაგრამ თავისუფლებას – კი

“ვაქცინაცია თავისუფლებას ჰგავს, თან საკუთარი თავის პატრონი ხარ და, ამავდროულად, პასუხიმგებელიც გარშემომყოფებზე”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, ელდარ პირმესაშვილი წერს და საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

“აბა, ვინ მიიღეთ თქვენი კუთვნილი “ბუსტერ” დოზა?! ზაფხულში ორი ჩინური ვაქცინა გავიკეთე, თვეების “ჩეკეტვის” შემდეგ მოვიარე საქართველოს “მთა და ბარი” ახლა “ბუსტერ” დოზა მივიღე და მინდა, გავცდე ქვეყნის ფარგლებს, ვაქცინაცია თავისუფლებას ჰგავს თან საკუთარი თავის პატრონი ხარ და, ამავდროულად, პასუხიმგებელიც გარშემომყოფებზე. დღეს ახლობელმა მომწერა, შენ რომ მითხარი “ბუსტერზე”, მივედი და გავიკეთე “ფაიზერიო”.. გარანტიას ვაქცინა ვერ მოგვცემს, მაგრამ თავისუფლებას კი – “, – წერს პირმესაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები