ყავის მოყვარულები, ალბათ, შვებით ამოისუნთქავენ – ახალი კვლევის თანახმად, დიდი რაოდენობით ყავის სმაც კი არ ვნებს არტერიულ წნევასა და გულს. ყავის სმის შესახებ მუდმივად გვესმის სხვადასხვა მოსაზრება. ზოგიერთი ამბობს, რომ ყავა მავნეა ჯანმრთელობისთვის, ზოგი კი ამბობს, რომ, პირიქით, სასარგებლოც კია. კოფეინი ხელს უწყობს ტვინის მუშაობის სტიმულირებასა და ენერგიით გვავსებს.
ბრიტანეთის გულის საზოგადოების მიერ ჩატარებული კვლევით 8 000-ზე მეტი ადამიანზე დაკვირვებით დადგინდა, რომ ისინი, ვინც 25 ჭიქას სვამენ დღეში, გულის შეტევის რისკის ქვეშ იმაზე მეტად არ დგანან, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ერთ ჭიქაზე ნაკლებს სვამენ. ამის შესახებ CNN-ი წერს.
კვლევის მონაწილეების გულის მდგომარეობას მეცნიერები პულსის ინფრაწითელი ტესტებითა და მაგნიტორეზონასული ტომოგრაფიით აკვირდებოდნენ. გათვალისწინებული იყო, ასევე, სხვა ფაქტორები: ასაკი, სქესი, წარმომავლობა, სიგარეტთან დამოკიდებულება, წონა, წნევა, კვების რაციონი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულ ადამიანებს შორის ზოგიერთი 25 ჭიქა ყავას სვამდა, ყავის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი 5 ჭიქა იყო.
“ყავა შეიძლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილი იყოს და ყავის მოყვარულებს შეუძლიათ, გულის მდგომარეობაზე აღარ იდარდონ”, – ამბობს კენეტ ფუნგი, ლონდონის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი.