“დღეში 2 ლიტრი წყალი, არანაირი “ოქროს წესი” არ არის” – გასტროენტეროლოგი, რომელიც დიეტებზე შეხედულებას თავდაყირა აყენებს

კეტო დი­ე­ტა, ცი­ლე­ბის დი­ე­ტა, დუ­კა­ნის დი­ე­ტა – ეს იმ პო­პუ­ლა­რუ­ლი კვე­ბის რე­ჟი­მე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლე­ბიც ბოლო დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ხში­რად რის­კე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის გა­რე­შე მი­მარ­თა­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი.
AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი-ჰე­პა­ტო­ლო­გი ჯაბა ზარ­ქუა სწო­რედ დი­ე­ტე­ბის რის­კებ­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რომ­ლის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­შიც ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა­სა და ფა­ტა­ლურ შე­დე­გე­ბამ­დეც კი მიჰ­ყავს ადა­მი­ა­ნი.

– ჯაბა, რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მი­ად­გეს ორ­გა­ნიზმს სხვა­დას­ხვა პო­პუ­ლა­რუ­ლი დი­ე­ტე­ბის­გან?

– რო­დე­საც ვამ­ბობთ დი­ე­ტას, ვგუ­ლის­ხმობთ კონ­კრე­ტულ სამ­კურ­ნა­ლო ჩა­რე­ვას, რომ­ლის ეფექ­ტუ­რო­ბაც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია სან­დო, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბით. არ მინ­და, დავ­წვრილ­მან­დე ნე­ბის­მი­ერ კონ­კრე­ტულ დი­ე­ტა­ზე, რომ­ლის და­წყე­ბა­საც აპი­რებთ მე­ზობ­ლის ან ვინ­მეს რჩე­ვით, ამ თე­მას­თან ასე თა­მა­ში არ შე­იძ­ლე­ბა.

დი­ე­ტა არის ცალ­კე მეც­ნი­ე­რე­ბა და ყვე­ლა ჩა­რე­ვა­ზე, რა­საც ჩვენ ორ­გა­ნიზმს ვუ­პი­რებთ, მე­დი­კა­მენ­ტი­სა თუ დი­ე­ტის სა­ხით, უნდა გვქონ­დეს წი­ნას­წარ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია: რის­თვის გვჭირ­დე­ბა, რა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი აქვს, რო­დის არ შე­იძ­ლე­ბა, რას უნდა ვუფრ­თხილ­დეთ.

დი­ე­ტა უნდა გვირ­ჩი­ოს სპე­ცი­ა­ლის­ტმა, ინ­ტერ­ნეტ­ში წა­ვი­კი­თხე და უი, ცი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა თურ­მე კარ­გი ყო­ფი­ლა, და­უშ­ვე­ბე­ლი და სა­ხი­ფა­თო მიდ­გო­მაა. შე­იძ­ლე­ბა გა­უ­გე­ბარ­მა დი­ე­ტებ­მა სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ე­ბი დაგ­ვი­ზი­ა­ნოს ან წო­ნა­ში სწრა­ფად კი დაგ­ვაკ­ლე­ბი­ნოს, მაგ­რამ მერე ორ­მა­გად მოგ­ვა­მა­ტე­ბი­ნოს.

– ყვე­ლა­ზე ცუდი შე­დე­გი რა შე­იძ­ლე­ბა დად­გეს?

– დი­ე­ტას ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ტერ­ვენ­ცი­ას, აქვს თა­ვი­სი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო კვე­ბი­თი და­ნა­მა­ტე­ბი. პა­ცი­ენ­ტე­ბი ზო­გი­ერ­თი კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ მიქსტუ­რებს და მცე­ნა­რე­ულ ნა­ყე­ნებს მი­ირ­თმე­ვენ ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დი­ე­ტუ­რი სქე­მე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში ეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ არის კლი­ნი­კუ­რად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი და მათ არ სცნობს მე­დი­ცი­ნა!

გახ­სოვ­დეთ, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა მცე­ნა­რე­ულ­მა სა­შუ­ა­ლე­ბამ და მიქსტუ­რამ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს ღვიძ­ლი! სა­ბედ­ნი­ე­როდ ეს და­ზი­ა­ნე­ბა არის გარ­და­მა­ვა­ლი ხა­სი­ა­თის და შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი, რო­მე­ლიც უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში თვით­გან­კურ­ნე­ბა­დია სუბსტან­ცი­ე­ბის მი­ღე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ, მაგ­რამ აღ­წე­რი­ლია ისე­თი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც ფა­ტა­ლუ­რა­დაც დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

– დი­ე­ტას თუ აქვს ასა­კი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ში­ში რა ასაკ­შია მკაც­რი დი­ე­ტა?

– ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მის მე­ტა­ბო­ლიზ­მი სხვა­ნა­ი­რია და მოზ­რდი­ლის სხვა­ნა­ი­რი. ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა ასე­ვე გან­სხვავ­დე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. არ არ­სე­ბობს უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ე­ტა, რო­მე­ლიც შაბ­ლო­ნუ­რად მო­ერ­გე­ბა ყვე­ლას, ცი­რო­ზი­ან პა­ცი­ენ­ტსაც და 5 წლის ჯან­მრთელ ბავ­შვსაც. კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამ – დი­ე­ტას უნდა არ­ჩევ­დეს სპე­ცი­ა­ლის­ტი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ.

ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შიმ­ში­ლი და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თო შე­იძ­ლე­ბა იყოს, მზარდ ორ­გა­ნიზ­მში გა­უ­აზ­რე­ბელ­მა ჩა­რე­ვამ შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბო და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. შე­ხე­დეთ დი­ე­ტებს, რო­გორც წა­მალს – უნდა იცო­დეთ რა­ტომ იღებთ, რას ელით მის­გან, რა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს და რა სარ­გე­ბე­ლი. თუ არ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი რომ ბე­ნე­ფი­ტე­ბი გა­დას­წო­ნის რის­კებს (და ამა­ში აპ­რი­ო­რი ვერ იქ­ნე­ბით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, თუ საქ­მე ეხე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის უც­ნობ დი­ე­ტებ­სა და სუბსტან­ცი­ებს), მა­შინ თავი უნდა შე­ი­კა­ვოთ მათ­გან.

უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ე­ტა არის მხო­ლოდ ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წესი, რაც გუ­ლის­ხმობს წო­ნის კონ­ტროლს, ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის ჭა­მას, მეტ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, სწრაფ კვე­ბა­ზე, თამ­ბა­ქო­სა და ალ­კოჰოლ­ზე უა­რის თქმას

– კვე­ბის კუ­თხით ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სუფ­რა რო­გო­რია?

– თა­ვი­სი ის­ტო­რია და ბექგ­რა­უნ­დი აქვს. ყვე­ლა­ფერ­ში დო­ზი­რე­ბას აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. თუ ჩვენ ყო­ველ­დღე შევ­ჭამთ ხინ­კალს და აჭა­რულ ხა­ჭა­პურს, რა თქმა უნდა მო­ვი­მა­ტებთ წო­ნა­ში. ეს საჭ­მე­ლე­ბი რო­დე­საც შე­იქ­მნა, თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­სტი ჰქონ­და, იმი­ტომ რომ სჭირ­დე­ბო­და მა­შინ­დელ ქარ­თველს ამ­დე­ნი კა­ლო­რი­ის ამ სა­ხით და ამ ჯე­რა­დო­ბით მი­ღე­ბა.

დღეს სხვა გა­რე­მო­ში ვცხოვ­რობთ, სხვა ორ­გა­ნიზ­მი გვაქვს. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა რო­გორც ჰე­პა­ტო­ლოგ­მა, რომ ერ­თა­დერ­თი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ცუ­დია ღვიძ­ლის­თვის არის ალ­კოჰო­ლი, სხვა არც ერთი პრო­დუქ­ტი არ არის პირ­და­პირ სა­ზი­ა­ნო ღვიძ­ლის­თვის.

– ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­ხვას დი­ე­ტა­დაც აღიქ­ვა­მენ…

– მარ­ხვის დროს უფრო მეტ ცო­მე­ულ­სა და მშრალ საკ­ვებს იღებს ადა­მი­ა­ნი. რო­გორც წესი, მარ­ხვა ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ზი­ა­ნო არ არის, მაგ­რამ არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რა დრო­საც მეტი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნაა სა­ჭი­რო. მა­გა­ლი­თად, ღვიძ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის დროს, პა­ცი­ენ­ტებს ვურ­ჩევთ რომ გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და­უშ­ვან რა­ცი­ონ­ში. მარ­ხვა წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად არ არის მო­გო­ნი­ლი, ეს არის მორ­წმუ­ნე­ე­ბის­თვის, რომ სულ­ზე იზ­რუ­ნონ და ხორ­ცი დათ­რგუ­ნონ. წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის­თვის უნდა მივ­მარ­თოთ მე­დი­ცი­ნას და არა – ეკ­ლე­სი­ას.

– ბოლო დროს მო­და­შია ვარ­ჯი­შის დროს საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი­სა და აბე­ბის მი­ღე­ბა, რომ­ლე­ბიც აძ­ლი­ე­რებს ორ­გა­ნიზმს. მათ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე რას გვე­ტყვით?

– სპორ­ტულ­მა კვე­ბით­მა და­ნა­მა­ტებ­მა შე­იძ­ლე­ბა ღვიძ­ლის შემ­თხვე­ვა­ში მსუ­ბუ­ქი დარ­ღვე­ვე­ბი გა­მო­იწ­ვი­ონ, მაგ­რამ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ეს გარ­და­მა­ვა­ლი იქ­ნე­ბა მათი შე­წყვე­ტის შემ­დეგ. ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებს არ გვჭირ­დე­ბა ზედ­მე­ტი სუბსტან­ცი­ე­ბი. დი­ე­ტე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი სჭირ­დე­ბათ კონ­კრე­ტულ პა­ცი­ენ­ტებს და არა ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებს. პა­ცი­ენ­ტებს კი რჩე­ვებს აძ­ლევს ცალ­სა­ხად ექი­მი და არა სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

– გვი­თხა­რით “ოქ­როს წესი” ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

– მათ, ვი­საც დარ­ღვე­ვე­ბი აქვთ – უნდა მი­მარ­თონ ექიმს, რო­მე­ლიც გა­მო­იკ­ვლევს ჭარ­ბი წო­ნის თან­მხლებ და­ა­ვა­დე­ბებს და და­ი­წყებს მდგო­მა­რე­ო­ბის კომ­პლექ­სურ მარ­თვას. ნორ­მა­ლუ­რი წო­ნის მქო­ნე პი­რე­ბი კი უნდა იყ­ვნენ ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რე­ბი, იცხოვ­რონ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით, მი­ირ­თვან ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად და არ ჩა­ი­ტა­რონ სა­კუ­თარ თავ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი.

– წყლის მი­ღე­ბა თუ უწყობს წო­ნა­ში კლე­ბას ხელს? ოქ­როს წე­სად იქცა დღე­ში ორი ლიტ­რის და­ლე­ვა…

– ჯან­მრთელ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა წყა­ლი უნდა დავ­ლი­ოთ იმ­დე­ნი, რამ­დენ­საც ორ­გა­ნიზ­მი გვთხოვს. ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით ჭკვი­ა­ნი გო­ნის მიერ და ამი­ტომ მან უკეთ იცის, რამ­დე­ნი წყა­ლი სჭირ­დე­ბა არ­სე­ბო­ბის­თვის. წყლით გა­ჭყეპ­ვა და 2-3 ლიტ­რი და­ლე­ვა ჯან­მრთელ პი­რებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­წო­დე­ბუ­ლი არ­სად არის.

უზ­მო­ზე თუ ვინ­მე წყალს სვამს დიდი ოდე­ნო­ბით, ხში­რად ამას მა­დის და­საქ­ვე­ი­თებ­ლად აკე­თებს, მაგ­რამ ეს ჯან­მრთე­ლო­ბას­თან არა­ფერ შუ­ა­შია

ჩვენ­მა ორ­გა­ნიზ­მმა თა­ვად იცის რამ­დე­ნი სი­თხე მი­ი­ღოს დღე­ში. ამის ბა­ლანს თა­ვად და­ი­ცავს და მი­ვან­დოთ ეს მას. მთე­ლი რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, ორ­გა­ნიზ­მის წყლით ზედ­მე­ტად დატ­ვირ­თვა შე­იძ­ლე­ბა სა­ხი­ფა­თოც კი იყოს. მა­გა­ლი­თად, თირკმლის, ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს.

2 ლიტ­რი წყა­ლი დღე­ში არა­ნა­ი­რი ოქ­როს წესი არ არის! მეტ­საც გე­ტყვით – გან­სა­კუთ­რე­ბით სკეპ­ტი­კუ­რად შე­ხე­დეთ ყვე­ლა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც იწყე­ბა ამ სი­ტყვე­ბით „ოქ­როს წესი“.

მო­უს­მი­ნეთ თქვენს ორ­გა­ნიზმს და როცა მოს­წყურ­დე­ბა და­ლი­ეთ წყა­ლი, როცა არ მოს­წყურ­დე­ბა – არ და­ლი­ოთ. თუ არა­ბუ­ნებ­რი­ვად ბევ­რი წყა­ლი გინ­დათ, მი­ა­კი­თხეთ ექიმს – შე­იძ­ლე­ბა ეს გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლიც კი იყოს. ერთი “ოქ­როს წესი” მა­ინც გა­მახ­სენ­და ახლა: ნაკ­ლე­ბი ძა­ლა­დო­ბა ჩვენს ორ­გა­ნიზ­მზე და ნაკ­ლე­ბი გა­უ­აზ­რე­ბე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩვენს თავ­ზე.

წყარო:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები