დიკაპრიომ „ოსკარის“ ნომინაციაზე წარდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

15 იანვარს ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ პრეტენდენტები დაასახელა. პრემიაზე წარდგენილთა შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, მსახიობი ლეონარდო დიკაპრიოც არის. ფილმისთვის „გადარჩენილი“ ის მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის „ოსკარზეა“ ნომინირებული. სამსახიობო კარიერის მანძილზე დიკაპრიო ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე უკვე ოთხჯერ იყო წარდგენილი. მათ შორის 1994, 2005, 2007 და 2014 წლებში, მაგრამ სასურველი პრიზი მან ვერცერთხელ მიიღო. კიდევ ერთხელ „ოსკარის“ პრეტენდენტთა შორის მოხვედრის შესახებ ლეონარდომ კომენტარი გააკეთა: „მე გავაკეთე ყველაფერი, რაც კი შემეძლო“, -აღნიშნა დიკაპიომ. „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალი ლოს – ანჯელესში 28 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

სხვა სიახლეები