დიდი პაუზის შემდეგ ბერამ ახალი სიმღერა ბრაზილიელ ფანებს მიუძღვნა(ვიდეო)

„Mi amor“- ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც ბერა ივანიშვილი ბრაზილიელ მომღერალთან კლაუდია ლეიტესთან ერთად ასრულებს.
ბერა “ინსტაგრამზე” განთავსებულ ვიდეოს აღწერაში წერს, რომ ის მუსიკის საშუალებით ყოველთვის გამოხატავს იმ ემოციებს და სიყვარულს, რომელიც მას თავისი გულშემატკივრების მიმართ აქვს.

“იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მე დავქორწინდი ჩემი ცხოვრების სიყვარულზე და გავხდი მამა. ახლა ყველაზე დიდი მოტივაცია მაქვს, რომ მე ვიყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. “Mi Amor” გამოდის ყველა პლატფორმაზე! დააჭირეთ ბმულს ჩემს ბიოგრაფიაში და გაუზიარეთ იგი თქვენს საყვარელ ადამიანებს!”,- წერს ბერა ვიდეოს აღწერაში.
აღსანიშნავია, რომ ბერამ სიმღერა ბრაზილიელ ფანებს მიუძღვნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები