დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი BBC-ის ემუქრება

კორპორაცია BBC-ის მიერ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმაა The Princes and the Press-ის (პრინცესა და პრესა)  პირველმა სერიამ   დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის განაწყენება გამოიწვია.
სამეფო ოჯახი BBC-ს ბოიკოტს უცხადებს, რადგან სერიის შინაარსიდან ჩანს თითქოს პრინც ჰარისა და პრინც უილიამს  შორის ნამდვილად არის კონფლიქტი.
“ბუკინგემის სასახლის, პრინც უილიამისა და პრინც ჩარლზის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ BBC-ის ახალი ფილმი „ნამდვილ ამბად წარმოაჩენს გაბუქებულ და უსაფუძვლო მტკიცებებს პრინც ჰარისა და პრინც უილიამს შორის კონფლიქტის შესახებ“.

კერძოდ, ფილმში მონაწილეობს ჟურნალისტი ომიდ სკობი, რომელმსაც „მეგანის რუპორს“ ეძახიან. ფილმში ის სამეფო ოჯახის წევრებს ჰარისა და მეგან მარკლის წინააღმდეგ შეთანხმებულ ქმედებებში ადანაშაულებს”.

ბოიკოტის მუქარის საფუძველი გახდა ის, რომ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს არ მისცემიათ შესაძლებლობა, ეთერში ფილმის გასვლამდე მის შინაარსს გასცნობოდნენ და საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ.

BBC-ში აცხადებენ, რომ მომზადების ეტაპზე მყოფ მასალებს მხოლოდ გადაღებების უშუალო მონაწილეები ეცნობიან, ამიტომ მათ წესები არ დაურღვევიათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები