ჟურნალისტი ელისო კილაძე მომღერალ სოფო ნიჟარაძის სამშობლოში დაბრუნებას და მისი ქალიშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ ბავშვი გვარად ნამდვილად სააკაშვილია.
“სტატუსების წერის არც დრო მაქვს, არც ხალისი, მაგრამ რაც ახლა სოფო ნიჟარაძის შვილზე ხდება, ვერ გავჩუმდები ! რა ჯანდაბამ გადაგაგვარათ თქვე არაკაცებო და არაქალებო? დიახ, სააკაშვილია ბავშვი, მერე?! კარგი მოქალაქე გაიზრდება-სითბოში და სიყვარულში ! არანაკლებ ნაძირალაა ის, ვინც საზღვარზე ბავშვის პასპორტი ნახა და ნახირს ინფორმაცია მოგაწოდათ. შედარებისთვის, არ გინდათ თქვენს “ფავორიტ”
ქოცზე ვილაპარაკოთ, ელიტარული აბორტი რომ გაუკეთა მის საყვარელ ქალს ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით?! ფუ თქვენი !!!!” – წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სოფო ნიჟარაძე საქართველოში გუშინ დაბრუნდა, რის შემდეგად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ქალიშვილი, ელის-მარია სააკაშვილია.