დელ ბოსკემ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მოილხინა

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე 11 აგვისტოს „ბარსა“-„სევილიას“ თამაშს დაესწრო, თუმცა როგორც ფეხბურთის ფედერაციაში განგვიცხადეს, ის ოფიციალურ დელეგაციაში არ ყოფილა. თბილისში თამაშის დღეს საკუთარი ინიციატივით ჩამოფრინდა და საქართველოს დედაქალაქი მეორე დღეს დატოვა.

ესპანეთის ჩემპიონატი ჯერ არ იწყება და როგორც ცნობილი გახდა, დელ ბოსკე სწორედ თბილისში გამართულ მაღალი დონის თამაშზე დააკვირდა ფეხბურთელებს, რათა შემდეგ ნაკრებში გამოიძახოს.

ბოლოს დელ ბოსკე საქართველოს 2012 წელს სტუმრობდა, როდესაც საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის შედგა თამაში, რომელიც ანგარიშით 1:0, ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

როგორც ერთ-ერთი რესტორნის „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოდან ჩანს, „სუპერთასზე“ ჩამოსულმა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თბილისში დრო მშვენივრად გაატარა და მზარეულთან ერთად ფოტოც სიამოვნებით გადაიღო.

წყარო: http://fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები