სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე კოლხი, სექტემბრიდან საავტორო გადაცემას წაიყვანს, – ამის შესახებ მამა პეტრე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“მალე, ალბათ სექტემბრიდან ძალაში შევა დაპირებული საავტორო გადაცემა. სახელწოდებით “განზომილება”. არ იქნება საუბარი მხოლოდ რელიგიაზე. მიმდინარე პროცესებს ექნება ადექვატური შეფასება… დღეს მანახეს სტუდია, რომლის რესტავრირება მიმდინარეობს.
ეს არის ის, რაც ძალიან მჭირდება, არა მხოლოდ ჩემთვის, უპირველესად მათთვის, ვისაც სიმართლის თქმა და მოსმენა სურს…
ჩვენი ურთიერთობა აქტიურ ფაზაში შედის და მიხარია…” – წერს მამა პეტრე.