დევიდ ბექჰემი ახალ ჰორიზონტებს იპყრობს – ყოფილი ფეხბურთელი, ფილანტროპი, ათობით მოდური სარეკლამო კამპანიის სახე და 4 შვილის მამა ფრანგული სილამაზის ბრენდთან – Biotherm-თან თანამშრომლობას იწყებს. ბრენდი კანის მოვლის საშუალებებს უშვებს. უცხოური მედიის ცნობით, დევიდი ბრენდის წარმომადგენელი, Biotherm Homme ხაზის სახე გახდა და Biotherm-თან ერთობლივად საკუთარი კოსმეტიკის გამოშვება დააანონსა.
„ძალიან მიხარია Biotherm Homme-თან თანამშრომლობა. დიდი ხანია ვფიქრობდი მამაკაცებისთვის კანის მოვლის კოსმეტიკის ხაზის გამოშვებაზე, მაგრამ ამ მიზნის განხორციელება არ დამიწყია, – სანამ Biotherm-ის წარმომადგენლებს არ შევხვდი. ისინი ისეთივე ამბიციურები არიან, როგორიც მე და ერთი სული მაქვს ჩვენი შრომის ნაყოფს როდის გიჩვენებთ“, – აღნიშნა ბექჰემმა.
„მსოფლიოში სახელგანთქმული მამაკაცი პირველად ამუშავებს კანის მოვლის კოსმეტიკის ხაზს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მამაკაცებს ამ თემასთან დაკავშირებით სტერეოტიპებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება“, – ამბობს Biotherm-ის გენერალური მენეჯერი დევიდ ფრიდლევსკი.
აღსანიშნავია, რომ დევიდ ბექჰემის მეუღლე, ვიქტორიაც დეკორატიული კოსმეტიკის წარმოებით Estee Lauder-თან ერთად დაკავდა. უახლოეს მომავალში ვიქტორია ლიმიტირებული კოლექციის გამოშვებას გეგმავს.
სხვა სიახლეები