დევიდ ბექჰემის 18 წლის შვილი და მისი 20 წლის შეყვარებული საიუველირო მაღაზიას ეწვივნენ.
უქმე დღეები დევიდ ბექჰემის შვილმა და მისმა შეყვარებულმა, მსახიობმა ხლოა მორეცმა ერთად გაატარეს. თუკი ადრე წყვილს მხოლოდ გოგონას მშობლების გარემოცვაში შეამჩნევდით, გუშინ პრესაში გავრცელდა ფოტო, სადაც შეყვარებულები საიუველირო მაღაზიიდან გამოდიან.
წყვილის შერიგება, შესაძლოა, ქორწილამდეც მივიდეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, წყვილი ერთმანეთს დაშორდა – მთავარი მიზეზი დროის უქონლობა აღმოჩნდა: ბრუკლინი სწავლობდა ლონდონში, ხლოა კი, ნიუ-იორკში მუშაობდა. ახლა კი, როცა უმცროსმა ბექჰემმა უნივერსიტეტში ჩააბარა და აშშ-ში გადავიდა, წყვილი მთელ დროს ერთად ატარებს.