დედოფალი ელიზაბეტ ІІ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს (ფოტო)

ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ ІІ, როგორც აღმოჩნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად სარგებლობს.
ახლახან დედოფალი ნორფოლკიდან, სადაც შვებულებას ატარებდა, ჩვეულებრივი ელექტრომატარებლით დაბრუნდა. გზა მას 54,9 ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.12722100_1129710547073788_1577236333_n
როგორც ბრიტანული სააგენტო The Telegraph-ი იტყობინება, ზამთრის არდადეგებს ის ტრადიციულად ნორფოლკის საგრაფოში ატარებს და უკან ყოველთვის მატარებლით ბრუნდება. თუმცა ვაგონი, რომლითაც ის მგზავრობს, რაღა თქმა უნდა, პირველი კლასის არის.
„დიდი პატივია, როდესაც დედოფალი სარკინიგზო ტრანსპორტის მომსახურებით სარგებლობს. მე მას ვკითხე, კმაყოფილი იყო თუ არა ნორფოლკში დასვენებით, რაზეც დადებითად მიპასუხა“, – აცხადებს რკინიგზის სადგურის უფროსი კინს-ლინ გრემ პრეტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები