მთაწმინდის რაიონული გამგეობა, “დედის დღესთან” დაკავშირებით, მთაწმინდის ტერიტორიაზე მცხოვრებ ავტოსპორტის მოყვარულ მრავალშვილიან დედებს შორის ავტორბოლას გეგმავს. ამისათვის, გამგეობამ 14 115 ლარის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერით მხოლოდ ერთი პრეტენდენტი დაინტერესდა – „საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია“, რომელიც მთაწმინდის გამგეობას ღონისძიების ორგანიზებას 13 938 ლარად სთავაზობს. ღონისძიების გამართვამდე, მთაწმინდის რაიონში მცხოვრები 15 ქალი საკვალიფიკაციო ვარჯიშებს გაივლის.